გამოვლინდა ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-3 ეტაპის გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას ფინალურ ტურში მიიღებს და Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზისთვის, “ბარსელონას” მაისურისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამარჯვებული გახდა მომხმარებელი ნიკით dato29dato, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.
სწორი პასუხები ნოემბრის თვის მე-3 ტურის კითხვებზე:
1. ვინ იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუმდე? – სანდრო როსელი
2. ვინ იყო “ბარსელონას” 3 ნომერი ხერარდ პიკემდე? – გაბრიელ მილიტო
3. ვინ იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი ყველაზე დიდხანს? – ხოსეპ ლუის ნუნიესი
4. “ბარსელონას” რომელი ფეხბურთელი დასახელდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად პირველად? – რომარიო
5. რომელი ნომრით დაიწყო რივალდომ “ბარსელონაში” თამაში? – 11
6. ყველაზე გრძელი რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონია “ბარსელონას” ლა ლიგაში? – 31
7. 2010/11 წლების სეზონში რომელი იყო “ბარსელონას” ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება? – 8:0
8. რომელი გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას დაესწრო “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტი გულშემატკივარი? – იუვენტუსი
9. რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა “ბარსა ბ”-მ ამხანაგური თამაში, რომელშიც ლუის სუარესს დებიუტი ჰქონდა? – ინდონეზიის 19-წლამდელთა ნაკრები
10. რომელმა გაზეთმა გამოიყენა პირველად სიტყვა Barça? – Deportivo Xut
საუკეთესო ათეული
dato29dato – 55
NEY 11 MAR – 49
levani_2000 – 41
Shiuk – 41
╚►ツ »Mr. NiCkK™ – 35
i_am_cule – 31
elguja – 20
…messi… – 13
anaanzori – 11
ნოემბრის თვის ვიქტორინის ფინალური ტურის შეკითხვები დაიდება დღეს, ზუსტად 20 საათზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ მომხმარებლები gogla, ZuraSharashenidze და dato29dato.