workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესმა ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

სუარესმა ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი ფეხბურთელი ლუის სუარესი დღეს ლივერპულში ჩავიდა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა. 

როგორც ჯერარდმა განაცხადა, “ემოციური” შეხვედრა და ლუის სუარესის დამშვიდობება თანაგუნდელებთან ოქროს ბუცის მიღებამ განაპირობა. მან მადრიდის “რეალის” ფეხბურთელთან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მოიპოვა ეს ინდივიდუალური ტიტული და მის მისაღებად ინგლისში ჩაფრინდა. 

სტივენ ჯერარდმა “ბარსელონას” მაისური მიიღო საჩუქრად. ინგლისელმა სუარესს შესანიშნავი ფეხბურთელი უწოდა და მას წარმატებები უსურვა ახალ გუნდში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward