“ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრადო, რომელსაც აქტიურად უკავშირებენ “ბარსელონას”, დარწმუნებული არაა, რომ კატალონიური კლუბში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავა.
“ჩემი მომავალი? ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მე არაფერი ვიცი. ფანჯრის დახურვამდე კიდევ არის დრო, მაგრამ მოსაზრება არ მაქვს, რადგან ყველაფერი ხდება.” – აცხადებს ხუან კუადრადო.


