workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკელმე: არგენტინელები იტყოდნენ, რომ მესი მარსიდანაა

რიკელმე: არგენტინელები იტყოდნენ, რომ მესი მარსიდანაა

არგენტინული კლუბის, “ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ კომენტარი გააკეთა მის თანამემამულე ლეო მესიზე, იტყობინება Clarin.

რიკელმე, როგორც ბევრი სხვა აღფრთოვანებულია მისი თამაშით და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არგენტინელი გულშემატკივრები სათანადოდ არ აფასებენ მას.

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლეოს დაფასება და მისი თამაშის ყურება.მესი რომ ბრაზილიელი ყოფილიყო, არგენტინელები მას მარსიდან ჩამოსულს უწოდებდნენ”, – განაცხადა რიკელმემ.

მან ისიც თქვა, რომ  “იმისათვის, რათა მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვეული ფეხბურთი ითამაშოს, ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელები უნდა დაეხმარონ მას”.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward