workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლასარტე სუარესზე საუბრობს

ლასარტე სუარესზე საუბრობს

ურუგვაული კლუბის, “ნასიონალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარტინ ლასარტე აცხადებს, რომ “ბარსელონას” ახალწვეული ლუის სუარესი “ლურჯ-ბროწეულისფერების” ვარსკვლავის, ლეო მესის ჩრდილში არ იქნება.

ლასარტე ძალიან კარგად იცნობს სუარეს, რადგან თავის დროზე, ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა.

“სუარესი გუნდური ფეხბურთელია და კარგად ურთიერთქმედებს თავის თანაგუნდელებთან. მაგრამ ის არ იქნება ლეო მესის ჩრდილში. ლუისს აქვს ძლიერი ხასიათი და დარწმუნებულია თავის ძალებში. ბუნებრივია, ის შეეცდება ისე თამაშს, რომ მესი თავს კომფორტულად გრძნობდეს. მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს ძალიან ძლიერად მივიჩნევ.” – აცხადებს ლასარტე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში