დაახლოებით ორ თვეში მადრიდის მუზეუმში გაიხსნება ახალი განყოფილება, სადაც განთავსებიან ესპანეთის ნაკრების იმ ფეხბურთელთა ფიგურები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. გამოკითხვის მიხედვით გადაწყდა, რომ თავდაპირველად დავიდ ვილიასა და ანდრეს ინიესტას ფიგურებს დაამზადებენ. იგეგმება, რომ ამ ორ ფეხბურთელს მოკლე დროში ფერნანდო ტორესი და იკერ კასილიასიც შეუერთდებიან.
ზომების აღება
რამდენიმე დღის წინ ეს ფეხბურთელები მოინახულა ოსტატმა მაიკლ უეიდმა, რომელმაც უნდა დაამზადოს მათი ფიგურები. სიუდად დეპორტივოზე ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ უეიდმა ინიესტასა და ვილიას ზომები აიღო და ახლა უკვე მზად არის შეუდგეს თავის საქმიანობას. მის ნამუშევარს ორ თვეში ვიხილავთ.
წყარო: Barca.ru