ჟოან ლაპორტა და მანუელ ლიორენტე “ოპერაცია ვილიას” პირველ რაუნდში ერთმანეთს შეუთანხმდნენ. პრეზიდენტებმა, როგორც იქნა შეთანხმებას მიაღწიეს და ვილიას კატალონიაში გადაბარგება მალე უნდა მოხდეს. თვითონ ფეხბურთელს კი, როგორც ეს არაერთგზის აღუნიშნავს სურს, რომ მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონამდე გაირკვეს, ლაპორტას სურს, რომ დააკმაყოფილოს გვარდიოლას მოთხოვნა და “ვალენსიას” სურს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იყიდოს ის ვინც ვილიას ჩაანაცვლებს.
ვალენსიური მედია საშუალებები ადასტურებენ, რომ “ღამურები” განიხილავენ ტრანსფერის გაჩარხვის ზუსტ დროს და სხვა დეტალებს.
ტრანსფერის საბოლოო თანხა ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. “ვალენსიას” არ სურს, რომ თავის მთავარ მეგოლეს 42 მილიონზე ნაკლებად შეელიოს. შეგახსენებთ ეს ის თანხაა, რომელიც შარშან შესთავაზა მათ “ბარსელონამ”, როგორც ტრანსფერის მაქსიმალური ღირებულება. ლიორენტე დარწმუნებულია, რომ ლაპორტამ ისევ ის თანხა უნდა შესთავაზოს მათ, რაც წინა წელს, მიუხედავად სატრანსფერო ბაზრის არასტაბილურობისა.
“ბარსელონა” კი თავისმხრივ ძალიან მონდომებულია, რომ ეს ციფრი, რაც შეიძლება დააწევინოს ვალენსიელებს. მითუმეტეს სარაგოსიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” შეიძლება ვილიას ნაცვლად თავის რიგებში კოლუნგა ჩარიცხოს თუ კი ვილიას გადმობირებას ვერ მოახერხებს. ჯამში კი ორივე კლუბის უმთავრესი მიზანია, რომ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში გაჩარხონ ეს ტრანსფერი.რაც შეეხება ვილიას იგი საკმაოდ თავდაჭერილია და მოთმინებით აღსავსეა, ალბათ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაც მან იმედგაცრუება ნახა იმის გამო არის ასე ჩუმად. როგორც ირკვევა ვილიამ თავის საახლობლო წრეს აგრძნობინა, რომ მანამ არაფერს მოიმოქმედებს, სანამ თვითონ ლიორენტე არ ეტყვის, რომ “ბარსელონაში” მიემგზავრება. არც “მანჩესტერ იუნაითედი”, არც “ჩელსი” და არც “რეალი” არ არიან ვილიათი დაინტერესებულნი. მისი იმედები მხოლოდ “ბარსასკენაა” მიმართული და ეს კარგად იციან ორივე გუნდის პრეზიდენტებმა.
წყარო:www.sprot.es
თარგმანი: მამუკა უგრეხელიძის (busquets)



