workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ინტერვიუ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ინტერვიუ

რას იტყვით “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებაზე?

“სხვა კლუბში თამაში ჩემთვის დიდი სენსაციაა. მოხარული ვარ და მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაწყებას.”

როდესმე წარმოიდგენდით, რომ “ბარსელონაში” ითამაშებდით?

” “ბარსა” ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ეს იყო და არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც განვიხილე. მე მომეცა შესაძლებლობა და აქ ყოფნა ძალიან მიხარია. მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას.”

ხალხი დიდი ხანი ლაპარაკობდა “ბარსელონასა” და თქვენზე. რთული იყო ამ თემაზე არაფრის თქმა?

“მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა “მიუნხენგლადბახში” და ჩემს სამუშაოზე ვფიქრობდი. მომავალზე კონცენტრაციას მომდევნო მატჩზე ფიქრი მირჩევნია. მიხარია იმის თქმა, რომ შემდეგი სეზონიდან “ბარსაში” ვითამაშებ.”

რას მოელით კატალონიურ კლუბში?

“წარმატების იმედი მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისა და ჩემთვის. მინდა გუნდს განვითარებაში დავეხმარო. მსურს ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება და მინდა, რომ თანაგუნდელებმა იცოდნენ, რომ ჩემი იმედი უნდა ჰქონდეთ. ეს იდეალური სამუშაოა ჩემთვის.”
რა არის თქვენი მიზნები?

“ენასთან შეგუება ყველაზე მნიშვნელოვანია. თანაგუნდელების უნდა მესმოდეს და ამის გაკეთება თავიდანვე მსურს. ჩემი სურვილია გაუმჯობესება და ახალ კულტურასთან ადაპტაცია. ამას თუ შევძლებ, მაშინ, ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება.”

რამდენი ხანია სწავლობთ ესპანურს?

“ბოლო პერიოდი რთული აღმოჩნდა. სეზონის ბოლო ნაწილი იყო “მიუნხენგლადბახისათვის” და ამაზე ვფიქრობდი. ის, თუ როგორ დავტოვებდი გუნდს, მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ ბოლო დროს ბევრი ვერ ვისწავლე. გაუმჯობესებას ვცდილობ და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშის დაწყებისას უფრო ბევრი მეცოდინება.”

ალბათ, ხუან არანგოსა და ალვარო დომინგესთან ერთად ვარჯიშობდით.

“ხუანმა წერა მასწავლა. მარტივი და ნელი საუბარი მესმის.”

გაუძლებთ ზეწოლას? აქ გამარჯვება ყოველთვის აუცილებელია.

“უკვე ვიცი, რომ აქ ხალხი საუკეთესოს მოითხოვს და მხოლოდ მოგება არის დამაკმაყოფილებელი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა “ბარსამ” ტრიუმფი მოახდინოს.”

ამ სეზონში “ბარსამ” ვერაფერი მოიგო. ეს დამატებითი სტიმულია?

“დიახ, გამარჯვების გზაზე დაბრუნება კარგი იქნებოდა. გუნდს ბოლო მატჩში შეეძლო ლა ლიგის მოგება. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სეზონის სტარტი კარგი იქნება და წარმატებას მივაღწევთ.”

შეეფერება “ბარსას” სტილი თქვენს, როგორ მეკარეს, სტილს?

“ჩემი აზრით, ჩემი უნარები შეესაბამება “ბარსას”. არცერთი გუნდი თამაშობს ისე, როგორც “ბლაუგრანა”. ასეთი ფეხბურთის თამაში მსიამოვნებს. ჩემი აზრით, ერთმანეთს შევეფერებით და მომავალში ამის დამტკიცება მსურს.” 

როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

“ძალიან ამბიციური ვარ. გუნდისათვის ყოველთვის საუკეთესო მსურს და ყოველ დღე ვმუშაობ გუნდისა და საკუთარი თავის განვითარებისათვის.”

რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარეები?

“ჩართული ვარ თამაშის მიმდინარეობაში და რისკზეც მივდივარ. ჩემი აზრით, რისკზე წასვლა ახლა უფრო ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ჩემი სტილია. ცხადია, გაუმჯობესება ყოველთვის და ყველაფერში შეგიძლია, “ბარსელონა” კი პროგრესისათვის საუკეთესო ადგილია.”

პრესკონფერენციაზე განაცხადე, რომ შენთვის ოლივერ კანი საუკეთესოა. რატომ?

“მე კანის თაყვანისმცემელი ვარ, რადგან ის გამარჯვებით არის შეპყრობილი. მისთვის გუნდის წარმატება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე პირადი მიღწევები. ის უმნიშვნელოვანესი იყო “ბაიერნისათვის” და ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩემი აზრით, გამარჯვების სურვილი მისი მთავარი ღირსებაა.”

რას ნიშნავს ვალდესის შეცვლა?

“მას “ბარსელონაში” ძალიან წარმატებული და ტიტულიანი კარიერა ჰქონდა. მან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საოცარი მომენტები ჰქონდა და ფანტასტიური მეკარე იყო. ქედს ვიხრით ვალდესის წინაშე, მაგრამ ახლა კლუბში ახალი ფეხბურთელია და მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. კარებში ახლა სხვა მეკარეა და სხვანაირად ვითამაშებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გუნდს კარგად მოვერგები.”

რას ფიქრობთ ლუის ენრიკეზე?

“მან ბევრი გააკეთა გუნდისათვის. ბევრჯერ მოიგო. მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. თუ არ იყავი წარმატებული ფეხბურთელი, მაშინ რაღაც-რაღაცეები უფრო რთულია. ის ამ სამუშაოსთვის ზედგამოჭრილია.”

რას იტყვით ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაშზე, როგორებიც არიან მესი, ინიესტა და პიკე?

“გამიმართლა, რომ ჩემი თანაგუნდელები საუკეთეო მოთამაშეები არიან. მათთან ერთად თამაში მათ წინააღმდეგ თამაშზე უკეთესია.”

რა გითხრეს ხუან არანგომ და ალვარო დომინგესმა ესპანეთის ჩემპიონატზე?

“მითხრეს, რომ ხალხი ფეხბურთზე გიჟდება. ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ეს ფეხბურთია. მე ფეხბურთით ვცხოვრობ. კარგია ინფორმირებულობა, მაგრამ ზედმეტი რჩევა არ მჭირდება. ალვარო “ატლეტიკოზე” მესაუბრა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაზე მთავარია საკუთარი გამოცდილება.”

როგორ განსხვავდება ბუნდესლიგა ლა ლიგისაგან?

“ესპანური ფეხბურთი უფრო სწრაფი და მოხდენილია. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არ მითამაშია. ლა ლიგის თამაშების ყურება დიდი სიამოვნებაა.”

გაქვს საფეხბურთო ცრურწმენები?

“არ მაქვს, მაგრამ ხელთათმანებთან დაკავშირებით ცოტა პრობლემატური ვარ. ჩვეულებრივი პიროვნება ვარ.”

უფრო კონკრეტულად გვიამბეთ ხელთათმანებზე.

“ისეთი არაფერია. უბრალოდ ვცდილობ, რომ სხვამ არ ჩაიცვას. თუ მათი გამოყენება კიდევ არ დამჭირდება, მაშინ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ დამჭირდება, მირჩევნია, რომ მარტო მე მეცვას.”

გაქვთ ‘ფეისბუქი’, მაგრამ არ გაქვთ ‘თვითერი’ და ‘ინსტაგრამი’.

” ‘თვითერი’ აქ უფრო პოპულარულია ვიდრე გერმანიაში. ასევეა ‘ფეისბუქიც’. კარგი იქნებოდა ‘თვითერზე’ გვერდის შექმნა. გულშემატკივრებს უფრო დავუახლოვდებოდი.”

ალვაროს ესაუბრეთ “ატლეტიკოსა” და “ბარსას” შეხვედრაზე?

“ამხანაგური შეხვედრა გვქონდა. თამაშის შემდეგ დაბრუნებისას პირველ ტაიმს ვუყურეთ. “ბარსას” გოლი ვნახეთ. ალვარო “ატლეტიკოს” გულშემატკივრობდა. სამწუხაროა, რომ “ბარსამ” ვერ მოიგო.”

ფეხბურთის გარდა რა გაინტერესებთ?

“ლიცენზიებს ვაგროვებ. ასევე ვცდილობ უცხო ენების გამეორებას.”

რა ლიცენზიებს გულისხმობთ?
“მაგალითად იალქნიანი გემებისა და მოტოციკლეტების ლიცენზიები.”

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward