მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა დაადასტურა, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს.
“ტერ შტეგენი “ბარსელონაში” ითამაშებს, რადგან ასეთი კლუბისთვის უარის თქმა შეუძლებელია. ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა. ტერ შტეგენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მას საკუთარი თამაშის სრულყოფა შეუძლია.” – აცხადებს ლუსიენ ფავრი.