workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
„ბარსელონა“ – „ხეტაფე“. საინტერესო ფაქტები

„ბარსელონა“ – „ხეტაფე“. საინტერესო ფაქტები

“ხეტაფესთან” მატჩის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ჩემპიონობის შანსები რადიკალურად შეუმცირდათ. მიუხედავად ამისა, მატჩში ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა:

  • ალექსის სანჩესმა მშრალად ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ კვლავ გაიტანა. ის ვერ ახერხებდა გოლის გატანას “ბარსასა” და “ოსასუნას” (7-0) ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.
  • ამის შემდეგ ჩილელი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში 5-ჯერ მოხვდა, 6 შემთხვევაში კი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
  • “ბარსას” მე-9 ნომერი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. მის ანაგარიშზე უკვე 20 გოლია 52 მატჩში, რაც 15 და 11 გოლით აღემატება მის ბოლო ორ სეზონში ნაჩვენებ შედეგებს.
  • “ხეტაფე” ალექსისის ერთ-ერთი საყვარელი მსხვერპლი გახდა. მადრიდელებს ლა ლიგაში მან უკვე 4 გოლი გაუტანა, ისევე როგორც “რაიო ვალიეკანოს”.
  • “ბარსელონას” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გატანილი აქვს 99 გოლი. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები “ელჩეს” ან “ატლეტიკოს” გაუტანენ, ისინი 100 გოლიან ნიშნულს მიაღწევენ ზედიზედ მესამე სეზონში.
  • მარკ ბარტრამ მატჩში ბურთი ყველაზე მეტჯერ მოიპოვა (18). ამ მაჩვენებლით მან აჯობა ესკუდეროსა (13) და ბუსკეტსს (10).
  • ალვესი (115), ჩავი (110) და ბუსკეტსი (100) იყვნენ ფეხბურთელებმი, რომლებმაც მატჩში საერთო ჯამში 100 და 100-ზე მეტი პასის გაკეთება მოახერხეს. ამ მხრივ, “ხეტაფედან” საუკეთესო იყო ესკუდერო (41).
  • “ხეტაფესთან” წინააღმდეგ ადრიანომ მე-8 ყვითელი ბარათი მიიღო ლა ლიგის მიმდინარე სეზონში. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ბუსკეტსს (11) ჩამორჩება.
  • მარკ ბარტრამ ბოლო 4 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ამდენად, მან გაიმეორა თავისი პირადი რეკორდი “ბარსას” ფეხბურთელის რანგში. მან მატჩი პირველივე წუთიდან ზედიზედ 4-ჯერ სეზონის დასაწყისში დაიწყო (“ალმერია”, “სელტიკი”, “ვალიადოლიდი” და “ოსასუნა”).
  • “ბარსელონა” უკვე ჩემპიონატის 8 მატჩია ვერ ახერხებს კარის სუფთად შენახვას და ეს სეზონის ყველაზე ცუდი სერიაა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward