როგორც Mundo Deportivo იტყობინება, “ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრადო კარიერას კატალონიურ კლუბში გააგრძელებს.
“ბარსელონა” უკვე დიდი ხანია ლიდერობს 25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, რომელზეც უფლებები “ფიორენტინასა” და “უდინეზეს” ეკუთვნის. წყაროს თანახმად, ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” გადასვლაზე თანახმაა, კატალონიურმა კლუბმა კი მასთან უკვე პირად შეთანხმებას მიაღწია.
მოვლენების ასეთ დაჩქარებას, წყარო უკვაშირებს იმ ფაქტს, რომ ხუანის ფასი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ამიტომ კატალონიელებმა ყველა საკითხის მოგვარება მუნდიალამდე გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” გარდა კუადრადოს მომსახურებით დაინტერესებული იყო მიუნხენის “ბაიერნი”, მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, ტურინის “იუვენტუსი” და დორტმუნდის “ბორუსია”.
მიმდინარე სეზონში, კუადრადომ “ფიორენტინას” შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.



