workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ღამის ყველაზე ბნელი მხარე გათენებამდე!

ღამის ყველაზე ბნელი მხარე გათენებამდე!

დიდი ხანია საიტზე აღარაფერი დაწერილა და მეც ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენისას გადავწყვიტე თქვენთან ერთად განმეხილა კლუბის ახლანდელი მდგომარეობა. სახარბიელო , რომ არაფერი არ გვაქვს ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც ვინც ფეხბურთთან გავლაშია ყველა კარგად ხვდება, მაგრამ არიან ისეთი გამვლელები, რომლებმაც უკვე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დაგვასამარეს. კრისიზი 2012-13 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ რაც გუნდი პეპ გვარდიოლამ დატოვა და დაიწყო გამოუცდელი მწვრთნელების სვლა. ჰოლანდიელი ლეგენდის თქმით კლუბში არ არის ფაქტორი რომელიც პირველობის საშუალებას მისცემს მწვრთნელს. ყოველთვის ვთლვიდი, რომ მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს. ტრენერი ტირანი არ უნდა იყოს , რადგან დიქტატურა ენთუზიაზმს კლავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებში. ყველაფრის პარალელურად, გუნდში მწვრთნელის ავტორიტეტი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს იმის გაგება, რომ ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პოლიტიკური მხრით და უსარგებლო ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. უდაოა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, განცდილი ფიასკოსი არის ჩემპიონთა ლიგის მატჩი ”ატლეტიკოსთან”,მაგრამ ”ბარსელონას” კალიბრის გუნდს უნდა შეეძლოს კვირაში რამდენიმე თამაშის გამართვა, არ ვფიქრობ, რომ ეს გამართლებაა.ისეთი დონის კლუბისთვის, როგორიც გრანადაა, დაამარცხო ისეთი დონის გუნდი, როგორიც ”ბარსაა” ძალიან დიდი წარმატებაა და ეს სახელს უთქვამს მთელს ესპანეთში და არა ევროპაში. ახლა კი გრანადაში ყველა იმაზე საუბრობს თუ, როგორ დაამარცხეს კატალონიური გრანდი. ახლა ძალიან მინდა კლუბი დაბრუნდეს ძველ დროში, როდესაც იმარჯვებდა თავისი ნებასურვილისდა მიხედვით, როცა ფეხბურთელები მზად იყვნენ თავი გადაედოთ 90 წუთის განმავლობაში. სამწუხაროდ დღეს ფეხბურთელები არ ცდილობენ დაიხარჯონ ბოლომდე და დადონ თავიანთი შესაძლებლობების 100%, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მესის ჩათვლით, რომელსაც ძალიან არ გაუმართლა ბოლო ჩატარებულ შეხვედრებში.

პრობლემების მოგვარების გზა
წლების განმავლობაში კატალონიელების გულშემატკივრობისას არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მითქვამს რომელიმე სამარცხვინო წაგების გამო, რომ მე დღეიდან აღარ ვიცავდი მათ ღირსებას. არ ყოფილა შემთხვევა რომლიდანაც ვერ დამძვრალან. მაგრამ ყოფილა შემთხვევები როცა გაუჩუმებიათ საფეხბურთო სამყარო.
“გულშემატკივარი – არის როგორც ქალი რომელიც საჭიროებს ყოველ დღე ბედნიერების მინიჭებას”, თქვა როდესღაც
წარსულში ესპანელმა კაპიტანმა მიუკერძოებელი შეხედულებით ვნებიანი საყვარლის პოზიციიდან, ისე როგორც მარლონ ბრანდო ფილმ “ხულიგანიდან”.
მათ გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ,ძნელია მოდუნება როცა ისინი შტვენენ “. ეს იყო ძალიან სწორი არგუმენტაცია, როგორც ხსენებულ ფილმში, რომელიც ამტკიცებს , რომ : “ერთადერთი მიზანი ამ ისტორიისა – არის რომ ის არ განმეორდეს”…
 უკაპიტნობა

სადღაც ერთი წლის წინ დავწერე ზუსტად სტატია დღევანდელ მდგომარეობაზე, მაგრამ არ მეგონა თუ ეს მდგომარეობა ასე მალე დაგვიდგებოდა.
სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებენ განუყოფელი ნაწილები კარლეს პუიოლისა და ვიქტორ ვალდესის სახით. პრობლემების გამო კიდევ ბევრს მოუწევს კატალონიური გრანდის დატოვება, მაგრამ ვერავის წასვლა ვერ შეეხება გულს ისე როგორც ჩვენი კაპიტნის.
”ლა მასიაში კარლესი თამაშისას მუდამ მკაცრი გამომეტყველებით გვიყურებდა. ემოციებს თითქმის არ გამოხატავდა. გვიყურებდა როგორ ვთამაშობდით ფეხბურთს და მეტი არაფერი. უბრალოდ მიყურებდა. შეცდომისას საკმარისი იყო მისი მზერა, და ვშეშდებოდით.” – ინიესტა.
ვფიქრობ ერთ-ერთი ფაქტორი შექმნილი სიტუაცისაა არის ჩატარებული მატჩები, რომელბშიც მონაწილეობას ვერ იღებს პუიოლი. შესაბამისად გუნდს უწევს მისი შესაძახილების გარეშე თამაში, მაგრამ ხვალ როცა მსოფლიო ჩერდება კლასიკოს მოლოდინში იგი დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება მოედანს. უბრუნდება მოსისხლე მტერთან მატჩში.


სახელი ტარზანი მას მიაკუთვნეს იმის გამო, რომ ბევრჯერ გადაურჩენია გუნდი გამოუვალ სიტუაციებში , თავისი ბრწყინვალე რეაქციის წყალობით , სწორი პოზიციის შერჩევა და რჩევები , რომელსაც ის პარტნიორებს აძლევს , რათა უკეთ განლაგდნენ მოედანზე , მისი ლიდერის თვისებები , ბრწყინვალე თამაში რაც ყველაზე მთავარია – გადამწყვეტ მატჩებში ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა კარიერის განმავლობაში და ეს თვისებები მას ჯერ ისევ ტოვებს კატალონისაა და ესპანეთის ლეგენდად.
”უბრალოდ გიჟია! ხანდახან მეძახის ხოლმე: ჰერი, ჰერი! რომ ვეკითხები რა მოხდა თქო წყნარად მპასუხობს, არაფერი ყურადღებით იყავიო. თავიდან მის გვერდით თამაშის ცოტა არ იყოს მეშინოდა, შემდეგ კი მივეჩვიე მის არაადამიანურ მონდომებას და ჟინს. მივეჩვიე იმ საოცარ ძალას, რომელიც მას გამარჯვებისკენ მოუწოდებს.” – ჟერარდ პიკე.
ამ მდგომარეობით კი რასაკვირველია არ მთავრდება ყველაფერი,რადგან წვიმის შემდეგ ყოველთვის ანათებს მზე. არ არსებობს ერთი სეზონის განმავლობაში გუნდის აშენებული ეპოქა და შესაბამისად არც დანგრეული.
ჩვენ უნდა შევასხათ ფეხბურთელებს ფრთები, რომ მოედანზე იფრინონ, მათ მივცეთ ჩვენი გული, რომ იბრძოლონ ბოლომდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward