“მხოლოდ ერთადერთი გზა: შეტევა!”
“ელ მუნდო დეპორტივოსთვის” ეს შეხვედრა არის ფინალი. ამ სეზონში გუნდებს შორის გამართული ოთხივე დაპირისპირება ფრედ დასრულდა და დღევანდელი მატჩიც შეიძლება ასევე ფრედ დამთავრდეს, მაგრამ ამჯერად გამოვლინდება დამარცხებული და გამარჯვებული. “ატლეტიკო” შეეცდება ეპიკურად თამაშს, “ბარსელონას” კი მხოლოდ ერთი გზა აქვს, გზა, რომელიც გუნდმა დიდი ხნის წინ აირჩია და რომელსაც არ უღალატა: პასი და შეტევა!
“გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ”
“სპორტის” თქმით, ეს დაპირისპირება სათამაშო სტილების შერკინებაა. გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და თავიანთი ძლიერი მხარეების გამოყენებას შეეცდებიან. “ატლეტიკოს” ფეხბურთელები უფრო მაღლა განლაგდებიან და პრესინგს მეტოქის საჯარიმოსთან გამოიყენებენ.
” “ატლეტიკო”: ევროპის საუკეთესო დაცვა”
“L’Esportiu -ს” მიხედვით, ახლა გამარჯვების დროა. მოგება “ბარსას” ვალდებულებაა: მხოლოდ გამარჯვება ან ფრე (2-2 ან მეტი…) იქნება საკმარისი. შედეგიანი ფრე ახლა უფრო რთული წარმოსადგენია, რადგან დიეგო სიმეონეს მეშვეობით “ატლეტიკოს” მოთამაშეები ევროპის საუკეთესო მცველები გახდნენ.