კატალონიის “ბარსელონას” 26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გუშინ “რაიოსთან” მატჩში (6:0) საკუთარ აქტივში დუბლი და შედეგიანი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამ მაჩვენებლით მესიმ 2014 წლის ბოლო მონაცემებით, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მიხედვით, საუკეთესო სნაიპერთა სიის სათავეში მოექცა.
არგენტინელი გოლეადორის აქტივში 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 10 გოლია. მესამე ადგილს 9 გოლით ერთდროულად სამი ფეხბურთელი ინაწილებს: ალექსის სანჩესი (“ბარსელონა”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარის სენ-ჟერმენი”), ალვარო ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”).
მეხუთე ადგილზე ინგლისური “ლივერპულის” ახალგაზრდა ფორვარდი – დანიელ სტარიჯია 8 გატანილი გოლით.