workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “მესიმ თუ მოინდომა, ყველა რეკორდს მოხსნის”

მარტინო: “მესიმ თუ მოინდომა, ყველა რეკორდს მოხსნის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ ლა ლიგის 24-ე ტურში “რაიოს” განადგურების შემდგომ (6:0), კლუბის არგენტინელი ფორვარდის მორიგ მიღწევაზე კომენტარი გააკეთა. მესი ამჯერად ის ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ესპანეთის მასშტაბით ერთ კლუბში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. არგენტინელმა ლა ლიგის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მე-3 ადგილზეც გადაინაცვლა.

“მე წარმომიდგენია, რომ მესის კიდევ ძალიან ცოტა უნდა, რათა 100%-ით მზად იყოს. თუ მან მოინდომა, ის ყველა რეკორდს დაამხობს. ის მხოლოდ 26 წლის არის, ის მუდამ განაახლებს საკუთარ მიღწევებს. “ბარსელონა” და არგენტინის ნაკრები აღფრთოვანებულია მისით.” – განაცხადა, მარტინომ.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward