ესპანეთის სასამართლოს მოსამართლემ, პაბლო რუისმა, ნეიმარის საქმესთან დაკავშირებით საქმის წარმოება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ისაა, რომ FIFA-მ მას ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემაზე უარი განუცხადა.
ცნობილია, რომ ესპანეთის სასამართლომ FIFA-ს ნეიმარსა და კომპანია N&N-ს და ნეიმარსა და “სანტოსს” შორის დადებული კონტრაქტები, ასევე ფინანსური კომპანია Deloitte-ს დოკუმენტები და სხვა მონაცემები მოსთხოვა. FIFA-მ, იმ მოტივით, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, მის გაცემაზე უარი განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე დროებით შეჩერებულია. ესპანეთის სასამართლო აპირებს შვეიცარიის სასამართლოს მიმართოს და დოკუმენტაცია ამ გზით გამოითხოვოს.