workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსამ“ სეზონში მე-100 გოლი გაიტანა

„ბარსამ“ სეზონში მე-100 გოლი გაიტანა

“რეალ სოსიედადის” კარის 2-ჯერ აღება ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” 100 ან მეტი გოლის გატანა ზედიზედ მე-9 სეზონში მოახერხა.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” მე-100 გოლი “სოსიედადთან” გამართული შეხვედრის მე-60 წუთზე გაიტანა, როდესაც ბასკების მეკარემ, ენაუტ სუბიკარაიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მანამდე, ერთი გოლი სერხიო ბუსკეტსს ჰქონდა გატანილი.

100 გოლიდან 59 ლა ლიგაში გავიდა, 24 ესპანეთის თასზე, 16 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთი ესპანეთის სუპერთასზე.

10 გოლზე მეტი გუნდის 5 ფეხბურთელს აქვს გატანილი. ესენი არიან: მესი (19), პედრო (16), სანჩესი (15), ფაბრეგასი (12) და ნეიმარი (11). სულ, გოლის გატანა “ბარსელონას” 15-მა ფეხბურთელმა მოახერხა.

უკანასკნელად, “ბარსელონამ” სეზონში 100 გოლის გატანა 2004-05 წლების სეზონში ვერ მოახერხა, როდესაც კატალონიელებმა მეტოქეთა კარი 84-ჯერ აიღეს. ყველაზე შედეგიანი 2011-12 წლების სეზონი იყო. ამ სეზონში “ბარსამ” 190 გოლის გატანა მოახერხა.

100 გოლიდან “ბარსამ” 47 პირველ ტაიმში გაიტანა, ხოლო 53 – მეორეში. გთავაზობთ ამ 100 გოლის სტატისტიკას:

ტურნირი

მარცხენა ფეხით

მარჯვენა ფეხით

თავით

ავტოგოლი

სააჯრიმოს გარედან

საჯარიმოს შიგნიდან

სულ

ლა ლიგა17374175259
ჩემპიონთა ლიგა853011516
ესპანეთის თასი8103312324
ესპანეთის სუპერთასი0010011
სულ3352114991100

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward