“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველში, დავიდ სილვაში, ჩავის პოტენციურ შემცვლელს ხედავს. როგორც Sunday People იტყობინება, კატალონიური კლუბი უკვე ეძებს ახალ ფლეიმექერს, რომელიც იგივე როლს შეასრულებს, რასაც ჩავი ასრულებს.
წყაროს თანახმად, “ბარსელონამ” უახლოეს ზაფხულში, შესაძლოა, დავიდ სილვა შეიძინოს, რომელიც დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს. თუმცა, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სილვას გაშვებას დათანხმდნენ, რომელიც კლუბში “ვალენსიადან” 2010 წელს, 25 მილიონ ფუნტად გადავიდა.