ამ სიახლეში წარმოდგენილია 10 ფაქტი ლეო მესის ცხოვრებიდან.
1. პირველი კონტრაქტი ხელსახოცზე
მესის პირველი კონტრაქტი დაწერილი იყო ხელსახოცზე. ეს მოხდა 2000 წლის დეკემბერს ბარსელონურ რესტორანში. ხორხე მესიმ, ლიონელის მამამ დაუყონებლივ მოითხოვა 13 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა კარლეს რეშაკმა ოფიციანტს ქაღალდის ფურცელი მოსთხოვა. რესტორანში ფურცელი არ აღმოჩნდა, ამიტომ კონტრაქტი ჩვეულებრივ ხელსახოცზე გაფორმდა.

2. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი
“ბარსელონაში” ჩარიცხვის შემდეგ ლეო მესის უმკურნალეს ზრდის ჰორმონებთან დაკავშირებით. მანამდე ის 140 სანტიმეტრს აღწევდა, მაგრამ მკურნალობის წყალობით მან 169 სანტიმეტრამდე შეძლო გაზრდა. ამიტომაც მან შეძლო მნიშვნელოვანი გოლის გატანა. 2009 წლის ლიგის ფინალში მან “მანჩესტერი იუნაიტედის” კარი თავური დარტყმით აიღო.
3. წარუმატებელი დებიუტი ნაკრებში
ერთადერთი გაძევება მესის მოედნიდან მოხდა მის სანაკრებო დებიუტში. მესიმ მიიღო წითელი ბარათი როდესაც ის გამოვიდა შეცვლიდან 47 წამის შემდეგ. ამ დროს არგენტინის ნაკრები უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა. ეს მატჩი იყო 17 აგვისტოს 2005 წელს.
4. სიყვარული ბებიას მიმართ
მესი ყველა გოლს თავის ბებიას უძღვნის. ხელებს ცისკენ აღმართავს და მაღლა იყურება. მე ყველა გოლს ბებიას ვუძღვნი. – განაცხადა ლეომ ერთ-ერთ ინტერვიუში. მესი პირველად თავისმა ბებიამ მიიყვანა სტადიონზე.
5. მესის ზურგზე მარცხენა მხარეს განთავსებული აქვს თავისი დედის ტატუ.

6. ფეხზე კი შვილის პატარა ტიაგოს ხელების ტატუ აქვს.

7. რეკორდსმენი
მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც “ოქროს ბურთ” ოთხჯერ მოიგო. მან ეს ტიტული მოიგო 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.

8. გაზეთი სახელად ლეო
მთავარმა არგენტინულმა სპორტულმა გაზეთმა Olé – მ ერთი დღით სახელი შეიცვალა და მესის საპატივცემულოდ Léo დაირქვა. ეს იმის საფუძველზე მოხდა, რომ 2 თვიანი გაცდენის შემდეგ მესი დაბრუნდა და 3 წუთში 2 გოლი გაიტანა.

9. მარადონას კვალდაკვალ
მესი დაბრუნდა ტრავმის შემდეგ და “ხეტაფეს” კარი ორჯერ აიღო. ასევე იყო მარადონას შემთხვევაშიც. მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მარადონა და “სევილიას” ორჯერ გაუტანა. ასევე 2007 წელს მესიმ მარადონას მსგავსი 2 გოლი გაიტანა. ერთი ხელით, რომელიც ჩათვალეს, მეორე კი თითქმის ნახევარი გუნდის მოტყუებით, რომელიც გოლად აქცია.

10. შედეგიანი თვე
იანვარში მესიმ 45 გოლი გაიტანა. ეს მისი ყველაზე შედეგიანი თვეა. პროფესიონალურ კარიერაში მესის ანგარიშზე 366 გოლია (329 “ბარსელონაში” და 37 ნაკრებში) 479 მატჩში.