“ბარსელონამ” ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში სანაკრებო პაუზაზე წასული ფეხბურთელები დაბრუნდნენ და გუნდი ლა ლიგის მომდევნო მატჩისთვის ემზადება.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 19 ნოემბერს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ენტონი გორდონმა, დომინიკ ლივაკოვიჩმა, ფერმინ ლოპესმა, მარკ ბერნალმა, ლამინ იამალმა, რაფინიამ, პედრიმ, ჟოაუ კანსელუმ და ჟოან გარსიამ.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჟიულ კუნდე, დანი ოლმო, პაუ კუბარსი და ფრენკი დე იონგი ვარჯიშის საწყის ნაწილში თანაგუნდელებთან ერთად მუშაობდნენ. ოთხივე ფეხბურთელის მდგომარეობა “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანია, თუმცა კლუბს მათი სრულფასოვნად დაბრუნების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
პირველი გუნდის ვარჯიშს “ბარსა ატლეტიკის” ორი ფეხბურთელი, ალექს კამპოსი და ჰამზა აბდელკარიმიც შეუერთდა.
ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ვარჯიშს პარასკევს, 20 ნოემბერს გამართავს.
“ბარსელონა” ლა ლიგის მე-13 ტურში “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაიწყება. ჩემპიონატის ლიდერს რთული გამოცდა ელის, რადგან “ვილიარეალი” კატალონიელებისთვის საკუთარ მოედანზეც უხერხული მეტოქეა.




forum კომენტარები (0)