workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: როდრი ატლეტიკოსთან თამაშს გამოტოვებს

ოფიციალურად: როდრი ატლეტიკოსთან თამაშს გამოტოვებს

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
როდრი ერნანდესს მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის მსუბუქი დაზიანება დაუდასტურდა. "ბარსელონას" ნახევარმცველი 8 ნოემბერს "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს, ხოლო მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“ბარსელონამ” როდრი ერნანდესის ტრავმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. 4 ნოემბერს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ესპანელ ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის მსუბუქი დაზიანება აქვს.

როდრიმ ტრავმა 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. მის ნაცვლად თამაშში მარკ ბერნალი ჩაერთო. “ბარსელონამ” მატჩი 3-0 მოიგო.

კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, როდრი 8 ნოემბერს, ლა ლიგის მე-12 ტურში, “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ტრავმის მდგომარეობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 04 ნოე 2026, 19:21

    სეზონის ყველაზე მნიშნველოვან თამაშში 1 ტაიმი ითამაშა პსჟ სთან, რეალთან ჩააგდო თამაში ფაქტიურად და ატლეტიკოსთან ტოვებს. რა პონტია? ალავესებთან ბერნალიც კარგია. უაზრო როტაციებია, დაჟე არცაა როტაცია, ერთ და იგივე სასტავი თამაშობს დამტვრევამდე. იამალს საერთოდ არ დაუსვენია, ალავესებთან და რასინგებთან შინ მაინც უნდა დაისვენოს, როდრიც ეგრე. მოკლედ სადღაც აილეწება ლამინი და ჩემპიონობა კი არა ლიგის 4 ული გახდება სანატრელი

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 04 ნოე 2026, 19:19

    მაგრა გატეხა გაბრიელის რეალში გადასვლამ,არ უნდა გაგვეშვა ხელიდან რაა

  • F.C.B
    F.C.B ახალბედა
    schedule 04 ნოე 2026, 18:40

    პრობლემა არ იქნება დეიონგი დადგება დაცვა არის მთავარი პრობლემა ზამთარში 1ცენტრალური მცველი თუ არ მოიყვანეს ლიგაზე ძალიან გაგვიჭირდება

  • Guro
    Guro გულშემატკივარი
    schedule 04 ნოე 2026, 17:43

    მშვენიერი…ფრენკინიოს ვიხილავ ძირითადში 🥳

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 04 ნოე 2026, 17:22

    დეიონგიც კარგად დადგება მთლად ამოვარდნილი არაა რაც ითამაშა ცუდად არუთამაშია