workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრის ატლეტიკოსთან თამაში საეჭვოა

როდრის ატლეტიკოსთან თამაში საეჭვოა

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა როდრიმ "ასტონ ვილასთან" მატჩში კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო და შესვენებაზე შეცვლა მოითხოვა. ფეხბურთელს დღეს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა კვირას "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშს.

“ბარსელონას” ნახევარმცველი როდრი ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” გამართული შეხვედრის (3-0) შემდეგ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთში დისკომფორტი იგრძნო, თუმცა შესვენებამდე თამაში განაგრძო.

შესვენებისას როდრი ჰანსი ფლიკსა და სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ მეორე ტაიმში მოედანზე აღარ დაბრუნებულიყო.

მის ნაცვლად თამაშში მარკ ბერნალი ჩაერთო, რომელმაც პედრისთან ერთად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა და მეორე ტაიმში მეტოქის შეტევების შეჩერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფლიკმა როდრის მდგომარეობაზე ისაუბრა:

“როდრიმ კუნთის არეში გარკვეული დისკომფორტი იგრძნო. ხვალამდე უნდა დაველოდოთ”.

აღსანიშნავია, რომ კუნთის დაზიანების ადგილთან დაკავშირებით წყაროების ინფორმაცია განსხვავდება. Mundo Deportivo ბარძაყის უკანა კუნთზე წერს, ხოლო Esport3 და რამდენიმე სხვა გამოცემა მარჯვენა წვივის კუნთს ასახელებს.

4 ნოემბერს როდრი ექიმ რიკარდ პრუნას ხელმძღვანელობით სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის, რის შედეგადაც დაზიანების სიმძიმე და შესაძლო გამოჯანმრთელების ვადები გაირკვევა.

“ბარსელონასთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა ნახევარმცველი 8 ნოემბერს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 04 ნოე 2026, 14:05

    ბერნალს ყიდიდა აქ ამასწინ რომელიღაც, თუ სადღაც სანდატრდერში თუ ხეტაფეში უშვებდა იჯარით
    დალეწილი დაცვით პსჟ-რეალთან მთლად საყრდენს ნუ მოსთხოვთ სასწაულებს, გუნდი გადაქანცულიც იყო ტრავმების გარდა, პლუს უიღბლობა;
    ფრენკიც კარგია ასეთ როტაციებში და გავიც, გაძლევს საშუალებას, რომ ხალხი 60 წუთში 90 წუთის დოენზე დაიხარჯიონ და მერე დაისვენონ; გაკეთებული თამაშის შესანარჩუნებლადაც სწორია ასეთი სვლები
    გუშინდელ მატჩში კი რაც ბერნალს ვუყურე, არც ბურთი დაუკარგავს, არც ტემპი არევია, არც პოზიციურად შეშლია რამე და ვერ გავიგე ეს ხალხი რას ერჩის 19 წლის ფეხბურთელს, რომელმაც თავის დროზე უმძიმესი ტრავმა გადაიტანა?
    ფარინასის საკმაოდ დამაჯერებელი თამაში უნდა ავღნიშნო, დიდი ფუფუნებაა, როდესაც უნივერსალები გყავს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 04 ნოე 2026, 12:31

    ბოდიში, შეიძლება ჩემი არაკომპეტენტურობის ბრალია, მაგრამ მეჩვენება, რომ პედრი და როდრი ერთად მაინც ვერ თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთს. შეიძლება როდრიზე მაქვს გადამეტებული წარმოდგენა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან დიდი გავლენა არ იგრძნობა თამაშზე მისგან. მე პირადად მეგონა, რომ დაცვაში არსებულ იმ საშინელ დომხალს ეს კაცი ცოტათი მაინც დაალაგებდა. არ ვგულისხმობ, რომ ფლიკის ტაქტიკის მიუხედავად არსენალივით კარგად დავიცავდით თავს, უბრალოდ შარშანდელ სეზონში იმ დანაკლისს, რომელსაც ჩამშლელის არყოფნა ჰქვია, მეგონა მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი აღმოფხვრიდა. მგონი უკეთესიც კი იქნება, თუ დე იონგის და პედრის დუეტი აღდგება, ეს ორი ერთად ძალიან კარგად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჩამშლელი არცერთია, დაცვით ფუნქციებს როდრიზე ბევრად ცუდად არ ითავსებენ. ეს ჩემი მოკრძალებული და სუბიექტური აზრია. P.S. იმედია ბერნალი არ დადგება ძირითადში როდრის არყოფნაში😃