workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელებმა გუნდში ერთიანობის გასაძლიერებლად საერთო სადილი გამართეს

ფეხბურთელებმა გუნდში ერთიანობის გასაძლიერებლად საერთო სადილი გამართეს

bolt მოკლედ
პსჟ-სთან და "რეალ მადრიდთან" განცდილი მარცხების შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში მწვადის წვეულება მოაწყვეს. შეხვედრის ორგანიზატორები გუნდის კაპიტნები იყვნენ.

“ბარსელონას” ფეხბურთელები გუნდში ერთიანობის განმტკიცებას ცდილობენ. პარიზში, “პარკ დე პრენსზე” პსჟ-სთან და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” განცდილი მარცხების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გასახდელში კვლავ შესანიშნავი ატმოსფეროა, კატალონიური გუნდის მოთამაშეებმა საერთო სადილის გამართვა გადაწყვიტეს.

მწვადის წვეულების ორგანიზების ინიციატივა გუნდის კაპიტნებს ეკუთვნოდათ. ფეხბურთელები ერთმანეთს “ალავესთან” მატჩისთვის მოსამზადებელი დილის ვარჯიშის შემდეგ, ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში შეხვდნენ. მათ კლუბის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინეს.

მსგავსი შეკრებები “ბარსელონასთვის” უცხო არ არის. განსაკუთრებით ლიონელ მესის ეპოქაში, ფეხბურთელები ხშირად იკრიბებოდნენ არაფორმალურ გარემოში, რათა გუნდში არსებული პრობლემები განეხილათ და დაძაბულობა განემუხტათ. თუმცა მაშინ მოთამაშეები ძირითადად მათთვის კარგად ნაცნობ რესტორნებში ან კერძო საცხოვრებელ კომპლექსებში, მათ შორის სან-კუგატ-დელ-ვალიესში, იკრიბებოდნენ.

“ბარსელონას” წინ რთული კალენდარი ელის. სანაკრებო პაუზამდე გუნდს სამი მატჩის ჩატარება მოუწევს. 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ალავესს” უმასპინძლებენ. 3 ნოემბერს, იმავე დროსა და სტადიონზე, მათი მეტოქე “ასტონ ვილა” იქნება. 8 ნოემბერს კი, ასევე 23:55 საათზე, “ბარსელონა” “მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Fc Barca Batumi
    Fc Barca Batumi ვეტერანი
    schedule 28 ოქტ 2026, 21:22

    მიბაძეთ კაცო ჩვენს ფეხბურთელებს, ეს რაა?.. სადაა და რატომ არაა სუფრაზე მწვადი ხინკალი და ხაშლამა?…