ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფეხბურთელის, ხუან მატას მამა მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან მართავს. ერთ-ერთი მათგანი “ბარსელონაა”.
ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას მატას გუნდიდან გაშვება არ უნდა, მაგრამ თუ ესპანელის სურვილი იქნება, ის ტრანსფერს დასთანხმდება.
ინგლისური Sunday Times-ის ინფორმაციით, მატას მამასთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა, მოლაპარაკებებს “ბარსელონას”, “რეალის”, “ნაპოლის”, “ინტერისა” და “პარი სენ ჟერმენის” წარმომადგენლები აწარმოებენ.