“ლივერპულის” ყოფილმა დამრიგებელმა და გერმანიის ეროვნული ნაკრების მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ ელ კლასიკოზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ ეს არის დაპირისპირება, რომელსაც თვალს მუდმივად ადევნებს.
“ეს არის მატჩი, რომლის ყურებაც ძალიან მიყვარს”, – განაცხადა კლოპმა DAZN-ის ეთერში.
ამჟამინდელი ფავორიტი
გერმანიის ნაკრების თავკაცმა ორ გუნდს შორის არჩევანის გაკეთებისას ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სცადა, თუმცა მისი სიმპათია მაინც საკმაოდ მკაფიოდ გამოიკვეთა:
“დღეს იმ გუნდის მხარეს ვარ, რომელიც უკეთესია. და მოვლენების ამჟამინდელი განვითარებით, ეს გუნდი, ალბათ, ‘ბარსელონაა'”.
რატომ გულშემატკივრობდა ბარსელონას წარსულში
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მკვეთრად გამოხატული უპირატესობა არცერთი მხარისთვის არ მიუნიჭებია, კლოპმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც კატალონიურ კლუბს განსაკუთრებულად უჭერდა მხარს:
“წარსულში უფრო ‘ბარსელონასკენ’ ვიყავი, რადგან მძულდა, როდესაც იმ ეპოქაში პეპე და სხვა მცველები წინ ყველაფერს ჩეხდნენ, რაც კი გადაეღობებოდათ. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ‘ბარსელონას’ უფრო მეტად ვგულშემატკივრობდი”.
კლოპმა დაამატა, რომ “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს.
ისე ყანამადრიდზე რა კონტიგენტიც არი ნეტა რას ფიქრობს კლოპის ამ ნათქვამზე??? ძალიან ბევრი არა ობიექტურები ხაოდნენ კლოპი მოვიდეს რეალშიო ნეტა იმათ ტვინში ეხლა რა ხდება?? ან თუ დააამუღამეს რას ნიშნავს ობიექტურობა?? ან ის თუ დაამუღამეს რამოსმა სალაჰს მხარი რო მოსტეხა ძიუდოს ილეთით?? ან რავი ბევრი კიდე სხვა 😁😁…ეჰჰჰ უსამართლობავ, ეგენიც ქოცებივით არიან, რაც აწყობთ და უნდათ მხოლოდ იმას ხედავენ….
ჰოდა მაგ ქოცებისგან არაფერი გაგიკვირდე მეგობარო. უკაცრავად, მაგრამ მაგათ პურზე წასმული მძ*** რომ აჭამო ეგ ლეღვის ჯემი იყოო გეტყვიან და დაგიმტკიცებენ, თუმც პირში სხვა გემო, რომ ექნებათ ამას დამალავენ.
აი ერთადერთი ობიექტური პირი ბარსას და რეალის ურთიერთობაში.