workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმო კლასიკოს გამოტოვებს

დანი ოლმო კლასიკოს გამოტოვებს

calendar_month მატჩის დრო: 25 ოქტომბერი, 23:55

“პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიღებული დაზიანების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დანი ოლმო კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ ელ კლასიკოში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ესპანური გამოცემების, Cadena SER-ისა და AS-ის ცნობით, “ბარსელონას” სამედიცინო შტაბში შიშობენ, რომ შემტევ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ამ დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ის მინდორზე სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება.

უახლოეს საათებში ფეხბურთელს სიღრმისეული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ოლმო “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სამწუხაროდ, დანი ოლმო ერთადერთი არ ყოფილა, ვინც გასულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო. მოედანი ვადაზე ადრე დატოვა ხვიჩა კვარაცხელიამ და იმავე ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-ში შიშობენ, რომ ქართველ ვარსკვლავს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, რაც ძალიან მძიმე ტრავმაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი