workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკა დინმა უკვე იცის, რას ნიშნავს იამალის წინააღმდეგ თამაში

ლუკა დინმა უკვე იცის, რას ნიშნავს იამალის წინააღმდეგ თამაში

calendar_month მატჩის დრო: 20 ოქტომბერი, 23:00
bolt მოკლედ
ნუნუ მენდეშის ტრავმის ფონზე, "პარი სენ-ჟერმენის" დაცვის მარცხენა ფლანგზე ლამინ იამალის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ლუკას დინი ითამაშებს. ექს-ბარსელონელ მცველს კატალონიელ ტალანტთან დუელის მწარე გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალიდან უკვე აქვს.

სამშაბათს “პარკ დე პრენსზე” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური შეხვედრის წინ, ლამინ იამალისა და ლუკა დინის გზები შესაძლოა კვლავ გადაიკვეთოს. ნუნუ მენდეშის კუნთის სერიოზული ტრავმის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდის დაცვის მარცხენა ფლანგზე 33 წლის ფრანგი მცველის გამწესება ყველაზე ლოგიკურ არჩევნად მოჩანს.

საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში (ესპანეთი – პორტუგალია) მენდეშიც სწორედ იამალის შეჩერების მცდელობისას დაშავდა და შეცვლა მოითხოვა, ახლა კი პარიზელთა რიგებში კატალონიელი გენიოსის განეიტრალება დინის ამოცანა გახდება.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ყოფილ მცველს, რომელიც კარიერის მიწურულს “პარი სენ-ჟერმენში” დაბრუნდა, ხუთ შეხვედრაში სულ 247 წუთი აქვს ჩატარებული.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის კოშმარი

იამალისა და დინის წინა პირისპირ შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შედგა. ესპანეთისა და საფრანგეთის იმ დაპირისპირებაში, რომელმაც “ფურია როხა” ფინალში გაიყვანა, მატჩის ბედის გადამწყვეტი პირველი ეპიზოდის მთავარი გმირები სწორედ ეს ორნი იყვნენ.

მე-20 წუთზე, როდესაც ტაბლოზე 0-0 ფიქსირდებოდა, ლამინმა საფეხბურთო ეშმაკობა გამოავლინა: ფრანგთა საჯარიმოში დინი საჰაერო ბურთის მოგერიებას ზურგით აპირებდა და ვერ ხედავდა, რა ელოდა. იამალმა მომენტი მყისიერად ამოიკითხა, პრესინგზე წავიდა, ფრანგმა მცველმა კი ბურთის ნაცვლად ფეხი როკაფონდელი ვარსკვლავის მარცხენა ბარძაყს მოარტყა.

სალვადორელმა არბიტრმა ივან ბარტონმა უყოყმანოდ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე, რაც VAR-მაც დაადასტურა. მიკელ ოიარსაბალმა პენალტი ზუსტად შეასრულა და გაიტანა პირველი ბურთი იმ ორიდან, რომელმაც ესპანეთი არგენტინასთან საჩემპიონო ფინალამდე მიიყვანა. საფრანგეთის მაშინდელმა თავკაცმა დიდიე დეშამმა დინი მატჩის დასრულებამდე 18 წუთით ადრე შეცვალა.

დინის ემოციური აღსარება

ფრანგმა მცველმა, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას 2016-2018 წლებში იცავდა, იმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გულისტკივილი ვერ დამალა:

“ყველაზე რთული იმ სიტყვების პოვნაა, რომლითაც ამ უსაზღვრო იმედგაცრუებას გამოვხატავ. უპირველესად საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული. ასევე იმედგაცრუებული ვარ ამ გუნდით, ყველა იმ ძალისხმევით, რაც გავიღეთ და ამ წარმოუდგენელი ფეხბურთელებით. ასევე ვფიქრობ ყველაზე, ვინც ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა და ვინც მხარს გვიჭერდა საფრანგეთიდან და მთელი მსოფლიოდან. თქვენი მხარდაჭერა ამ თავგადასავლის განმავლობაში წინ მიგვიძღოდა. ამ უდიდესი იმედგაცრუების მიუხედავად, კვლავ ვამაყობ, რომ წარმოვადგინე ჩვენი ქვეყანა თავისი მთელი სიმდიდრით, მრავალფეროვნებითა და იმ ადამიანებით, ვინც მას ქმნის”.

იმ მატჩიდან რამდენიმე დღეში კი ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი