ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა და შემდგომი პლეი-ოფი განსაზღვრავს “ბარსელონას” გზას “მეტროპოლიტანოზე” გასამართ ნანატრ ფინალამდე, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ ლუის ენრიკეს “პარი სენ-ჟერმენი” 12-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის მეექვსე თასის მოპოვების გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი ბარიერია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დეკუსა და ჰანსი ფლიკის მიერ განხორციელებულმა ტრანსფერებმა გუნდს ხარისხობრივი ნახტომი უკვე მოუტანა. სამშაბათს გასამართი მატჩი კი სერიოზული გამოცდა იქნება ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც როდრი ერნანდესი, გაბრიელ ჟეზუსი, ენტონი გორდონი და კარიმ ადეიემი არიან. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანმა მშვენივრად იცის, როგორ უნდა დაამარცხოს პარიზული გრანდი.
როდრი და გაბრიელ ჟეზუსი: სიტის ტრიუმფი პარიზზე
მადრიდელმა საყრდენმა და ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომლებმაც შაბათს “ბეტისის” კარში გოლები გაიტანეს, 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტის” მაისურით პარიზელთა ტურნირიდან გამოთიშვაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ლუის ენრიკე როდრის ესპანეთის ნაკრებში ერთობლივი მუშაობის პერიოდიდან (2018-2022) შესანიშნავად იცნობს, სადაც მას ცენტრალურ მცველადაც კი ათამაშებდა. როდრიმ 2021 წლის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში პარიზში (2-1 მოგება) შეუცვლელად ითამაშა. მომდევნო სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი მან მონაწილეობა მიიღო იმ შეხვედრებში, როდესაც პსჟ-ს შეტევაში ლეო მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარის ვარსკვლავური ტრიო მოქმედებდა.
“ეტიჰადზე” გამართულ შეხვედრაში კი გაბრიელ ჟეზუსის ინტენსივობამ მატჩის ბედი შემოატრიალა. მბაპეს გოლის შემდეგ ბრაზილიელი მინდორზე 54-ე წუთზე გამოჩნდა, ჯერ რაჰიმ სტერლინგს გაატანინა, 76-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი თავად შეაგდო. გარდა ამისა, ჟეზუსმა პსჟ 2024/25 წლების სეზონში “არსენალის” მაისურითაც დაამარცხა (2-0), როდესაც ფრანგებს უკვე ლუის ენრიკე წვრთნიდა.
კარიმ ადეიემი და ენტონი გორდონი: დორტმუნდისა და ნიუკასლის კოშმარი
ლუის ენრიკეს კარგად ახსოვს კარიმ ადეიემის სისწრაფეც. გერმანელმა გარემარბმა 2023/24 წლების სეზონში “დორტმუნდის ბორუსიას” რიგებში პსჟ-სთან ოთხი მატჩი ჩაატარა (ორი მოგება, ერთი ფრე, ერთი წაგება), ჯგუფურ ეტაპზე გოლიც გაუტანა (1-1), ხოლო ნახევარფინალის ორივე მატჩში (1-0, 1-0) პარიზელთა მცველებს უდიდესი პრობლემები შეუქმნა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ნამდვილ კოშმარად იქცა პარიზელებისთვის ენტონი გორდონიც 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც “ნიუკასლმა” პსჟ 4-1 გაანადგურა. ინგლისელს გოლი არ გაუტანია, თუმცა 13-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო, 4 ჯარიმა გამოიმუშავა და მეტოქის ფლანგი მთლიანად დაჩაგრა. გორდონმა პარიზში ორჯერ ითამაშა ფრე (1-1 და 1-1) და სამშაბათს “პარკ დე პრენსზე” აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ თავისი დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას უკვე “ბარსელონას” მაისურით შეეცდება.
ფეხბურთელების მატჩები პსჟ-ს წინააღმდეგ
როდრი:
- 2020/21 (ნახევარფინალი, საპასუხო): პსჟ – მანჩესტერ სიტი 1-2 (90 წთ);
- 2021/22 (ჯგუფური ეტაპი): პსჟ – მანჩესტერ სიტი 2-0 (90 წთ);
- 2021/22 (ჯგუფური ეტაპი): მანჩესტერ სიტი – პსჟ 2-1 (90 წთ).
გაბრიელ ჟეზუსი:
- 2020/21 (ნახევარფინალი, პირველი მატჩი): მანჩესტერ სიტი – პსჟ 2-0 (8 წთ);
- 2021/22 (ჯგუფური ეტაპი): პსჟ – მანჩესტერ სიტი 2-0 (12 წთ);
- 2021/22 (ჯგუფური ეტაპი): მანჩესტერ სიტი – პსჟ 2-1 (1 გოლი, 1 საგოლე პასი, 36 წთ);
- 2024/25 (ლიგის ფაზა): არსენალი – პსჟ 2-0 (16 წთ).
კარიმ ადეიემი:
- 2023/24 (ჯგუფური ეტაპი): პსჟ – დორტმუნდი 2-0 (90 წთ);
- 2023/24 (ჯგუფური ეტაპი): დორტმუნდი – პსჟ 1-1 (1 გოლი, 81 წთ);
- 2023/24 (ნახევარფინალი, პირველი მატჩი): დორტმუნდი – პსჟ 1-0 (83 წთ);
- 2023/24 (ნახევარფინალი, საპასუხო): პსჟ – დორტმუნდი 0-1 (56 წთ).
ენტონი გორდონი:
- 2023/24 (ჯგუფური ეტაპი): ნიუკასლი – პსჟ 4-1 (89 წთ);
- 2023/24 (ჯგუფური ეტაპი): პსჟ – ნიუკასლი 1-1 (90 წთ);
- 2025/26 (ლიგის ფაზა): პსჟ – ნიუკასლი 1-1 (23 წთ).
ჟესუსი ტრავმას გადაურჩა? ვერსად ვნახე ინფო
მარტინი იქნებაო დაიწერა! რა ცუდ დროს მიიღეს ტრავმები რა.
რაფინია
გორდონი – ფერმინი – იამალი
პედრი – როდრი
კანსელუ – მარტინი – კუბარსი – ესპარტი
ჟოან გარსია
იამალს სავარაუდოდ ორი კაცს დაუყენებს და გორდონმა და ფერმინმა უნდა გამოიყენონ სივრცეები. ფრეც კარგი იქნება ამ თამაშში და რაც შეიძლება ნაკლები ტრავმები. რეალთან თამაში უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ვიდრე პსჟსთან
იამალს 2 კაცს დაუყენებს და ვინც უნდა დაუყენოს, ის არ ეყოლება; ნუნო მენდეში გამოტოვებს მატჩს, ასე, რომ ფლანგუს აწიოკებულუს😂⚽⚽
ლუკა დინი ეყოლება და გაუმწარებს სიცოცხლეს როგორც მუნდიალზე😅😅