workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია პსჟ-სთან და რეალ მადრიდთან ვერ ითამაშებს, კუნდე პარიზში არ მიემგზავრება

ერიკ გარსია პსჟ-სთან და რეალ მადრიდთან ვერ ითამაშებს, კუნდე პარიზში არ მიემგზავრება

bolt მოკლედ
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე პსჟ-სთან მატჩს გამოტოვებენ. გარსია კუნთის ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს და ელ კლასიკოშიც ვერ ითამაშებს, კუნდეს საკითხი კი "რეალ მადრიდთან" შეხვედრამდე ღია რჩება.

“ბეტისთან” მატჩის შემდეგ “სიუტატ ესპორტივა სან ჟოან დესპიზე” 14-საათიანი დაგვიანებით დაბრუნებულ “ბარსელონას” ბანაკში სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ცუდი ამბები მოიტანა: ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე სამშაბათს, 20 ოქტომბერს, “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

ერიკ გარსია: 3-4 კვირა უქმობა

მარტორელელმა მცველმა, რომელმაც სევილიაში გოლიც გაიტანა, მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის დაზიანება მიიღო. სამედიცინო შტაბის დასკვნით, მას 3-დან 4 კვირამდე მკურნალობა დასჭირდება.

ეს ნიშნავს, რომ გარსია გამოტოვებს როგორც პსჟ-სთან დაპირისპირებას, ისე “რეალ მადრიდთან” გასამართ ელ კლასიკოს. გარდა ამისა, ის ვერ დაეხმარება გუნდს “ალავესის”, “ასტონ ვილასა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებშიც და მინდორზე მხოლოდ მომდევნო სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

კუნდეს კოჭის ტრავმა და ჟერარ მარტინის მდგომარეობა

ჟიულ კუნდემ შეხვედრა მარცხენა კოჭის დაჭიმულობით დაასრულა და ბაზაზე შესამჩნევი კოჭლობით მივიდა. ფრანგი მცველი პარიზში არ გაემგზავრება. კლუბის ოფიციალური ცნობით, მისი მდგომარეობა დაკვირვების პროცესშია, ხოლო კვირას, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ელ კლასიკოში მისი თამაში ჯერჯერობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

რაც შეეხება ჟერარ მარტინს, რომელიც შესვენებისას სწორედ ერიკ გარსიამ შეცვალა, მას ტერფის ანთება აქვს. მიუხედავად დისკომფორტისა, მოსალოდნელია, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქში გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრება, თუმცა მისი მზადყოფნა უახლოეს 48 საათში საბოლოოდ შეფასდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • B.L.A.U.G.R.A.N.A
    B.L.A.U.G.R.A.N.A გულშემატკივარი
    schedule 19 ოქტ 2026, 01:42
    #2

    პარიზთან რომც დავკარგოთ ქულები არაუშავს, ტოპ 8 ში ისედაც შევლენ ესენი. ლიგაზე გადამწყვეტი ფლეიოფები იქნება და იქ მივხედოთ ამათ. აი რაც შეეხება კლასიკოს, მინდა რომ ჰანდიკაპით მოვუგოთ, 9 ქულიანი უპირატესობა საკმაოდ დიდი ფორა იქნება (რაც მოგვცემს მერე საშუალებას საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან დავასვენოთ ძირითდი ბირთვი), ზამთარში კი ლიგისთვის მცველია მოსაყვანი აუცილებლად, თორემ ამ დაცვით ძალიან გაჭირდება…

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 19 ოქტ 2026, 01:01
    #1

    დაცვაში ვინღა დადგება? ბარსამანიას სასტავი?