დღეს ვიგოს “სელტა” მთელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს – გალისიელები ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდებიან. ეს ურთულესი გამოცდაა, თუმცა სწორედ ისეთი მატჩია, რომელიც შეგახსენებს, რამდენად მშვენიერია ევროთასებზე გამოსვლა. იაგო ასპასი, რომელიც კარიერის დასრულებასთან სულ უფრო ახლოსაა, ტრავმის მოშუშების შემდეგ პრესკონფერენციაზე წარდგა და მომენტით მაქსიმალურად ტკბობა ისურვა.
გუნდის ლიდერმა ისარგებლა შემთხვევით და მთავარი მწვრთნელი კლაუდიო ხირალდესი დაიცვა, რომელსაც ბოლო პერიოდში გუნდის ნაკლებად სანახაობრივი თამაშის გამო აკრიტიკებენ:
“ყველას გვინდა ვიყოთ ‘ბარსელონა’, გავიდეთ და სტუმრად 4-1 მოვიგოთ, როგორც ეს მათ სამშაბათს გააკეთეს, მაგრამ ყველას არ გვაქვს ერთი და იგივე რესურსი ან ფეხბურთელები. იმედია, მომავალში გვექნება”.
პსჟ-ს ბარიერი თუ დავძლიეთ, ჩათვალეთ ჩლ ჩვენია. ოღონ ეს დინამიკა მთელი სეზონი შესანარჩუნებელია. ცოტა მაშინებს პირველი ნახევრის ასე დაწყება, მეორე ნახევარში არ მოუკლონ.
დავძლევთ, მაგაში ეჭვი არ მეპარება, არაფრით არაა ჩვენზე უკეთესი გუნდი პსჟ.
ერთი ფაზლი გვაკლია სრულყოფილებამდე, გამოცდილი ცენტრალური მცველი, სასურველია ცაცია, ზამთარში თუ იჩალიჩეს კანფეტ
შეშურდა ჩვენი? ეჰ ჩემო ძმაო ძნელია ბარსელონათ ყოფნა, აგერ პერესსაც შეშურდა და 50000 ფურცლიანი საჩივარი შეიტანა უეფაში, ან ბარსას 19 ტიტული ჩამოართვით ან 500 მილიონი მომცენო აბა რა გეგონა.