workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პედრო გვარდიოლასა და ტიტოს უცნობ ისტორიებზე: უემბლის ფინალის წინ პეპმა მკითხა, ხომ არ მეშინოდა

პედრო გვარდიოლასა და ტიტოს უცნობ ისტორიებზე: უემბლის ფინალის წინ პეპმა მკითხა, ხომ არ მეშინოდა

პროფესიონალურ ფეხბურთში გატარებული 20 წლის, 25 მოგებული ტიტულისა და ლეგენდარული კარიერის დასრულების შემდეგ, პედრო როდრიგესმა Mundo Deportivo-სთან გულახდილ ინტერვიუში განვლილი წლები შეაჯამა. 39 წლის ყოფილმა გარემარბმა პეპ გვარდიოლასა და ტიტო ვილანოვასთან დაკავშირებული კურიოზული დეტალები გააზიარა და განმარტა, თუ რატომ გახდა “ბარსელონადან” წასვლა გარდაუვალი.

გვარდიოლას შეკითხვა “უემბლის” ფინალის წინ

კითხვაზე, თუ რა იყო საუკეთესო რჩევა, რაც პეპ გვარდიოლასგან მიუღია, პედრომ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალისწინა ეპიზოდი გაიხსენა:

“მან უამრავი რჩევა მომცა ჯერ კიდევ აკადემიიდან მოყოლებული. ვფიქრობ, ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვისზეც განსაკუთრებულად ზრუნავდა და ცდილობდა ინდივიდუალურად გავეუმჯობესებინე.

მასთან დაკავშირებული ერთი შესანიშნავი ისტორია ‘უემბლის’ ფინალის წინ მოხდა. იმ კვირის პირველსავე დღეს, ორშაბათს, თავის კაბინეტში დამიძახა და მკითხა: ‘რა ხდება, ფინალში თამაშის სურვილი გაქვს თუ შიშისგან ჩაისვარე?’ ვუპასუხე: ‘არა, რას ამბობთ, მზად ვარ სათამაშოდაც და კარგად გამოსასვლელადაც’. მკითხა: ‘დარწმუნებული ხარ?’ ‘კი’, – ვუთხარი მე. ‘კარგი, მაშინ სასტარტოში იქნები. მინდა, რომ ყველა ბურთზე იპრესინგო, წინ წახვიდე, შანსის გაჩენისთანავე კარისკენ გაიხედო და შენი ჩვეული სამუშაო შეასრულო’. ეს საოცარი მომენტი იყო. მას ყოველთვის უდიდესი ნდობა ჰქონდა ჩემი და ზუსტად იცოდა, როგორ ემოქმედა ჩემს მოტივაციაზე. ვფიქრობ, მოედანზეც შესაბამისად ვუპასუხე”.

ტიტო ვილანოვა და გოლების გარეშე დარჩენილი პერიოდი

პედრო განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს განსვენებულ ტიტო ვილანოვას, რომელთან ერთადაც გზა სარეზერვო გუნდიდან მსოფლიო მწვერვალამდე გაიარა:

“ტიტო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო – ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და ერთგული პიროვნება, ვისაც კი ფეხბურთის სამყაროში შევხვედრივარ. უდიდესი ტკივილი იყო ის ყველაფერი, რაც მასთან ერთად გადავიტანეთ, მძიმე დარტყმა ყველა იმ მოთამაშისთვის, ვინც მას წლების განმავლობაში იცნობდა.

მან უამრავი რამ მომცა როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნულ დონეზე. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მასთან და გვარდიოლასთან ერთად ‘ბარსა ბ’-ში დავიწყე მუშაობა. მან თამაშის გაგება და საგრძნობი განვითარება მასწავლა. მახსოვს ერთი ძალიან სასაცილო ამბავი: იყო პერიოდი, როდესაც სასტარტოში ვთამაშობდი, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე მატჩში გოლი ვერაფრით გავიტანე. ერთ დღეს მოვიდა და მეუბნება: ‘მისმინე, პედრო, ცისარტყელასაც კი ვერ გაუტან ახლა გოლს. ძალიან მწყინს, მაგრამ სკამზე უნდა დაგსვა და სხვებს მივცე შანსი’. მე ვუპასუხე: ‘რა თქმა უნდა, მისტერ, არანაირი პრობლემა არაა, მართალი ხართ, ამ ეტაპზე მართლაც საცოდავად გამოვიყურები'”.

წასვლა ლუის ენრიკეს ეპოქაში

“ბარსელონაში” პედროს ეტაპი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით დასრულდა. ესპანელ შემტევს ყოფილ მწვრთნელზე მხოლოდ დადებითი მოგონებები აკავშირებს, თუმცა კლუბის დატოვება მძიმე ემოციურ ფასად დაუჯდა:

“ლუის ენრიკე გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელია – მუდამ პოზიტიური, მშრომელი და დაუოკებელი ამბიციით. ის მოთამაშეებისგან მაქსიმუმს იღებს და ეს ყველა გუნდში ტიტულების მოგებით დაამტკიცა. მასთან ერთად როგორც სარეზერვო გუნდში, ისე პირველ შემადგენლობაში საგრძნობლად მოვუმატე, რადგან ყოველ ვარჯიშსა და მატჩში უმაღლეს დონეს მთხოვდა. გვარდიოლაც და ლუის ენრიკეც თანდაყოლილი ლიდერები არიან, რომელთა გადაცემის უნარი მათ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებად აქცევს.

ჩემი წასვლა შექმნილმა გარემოებებმა განაპირობა. ‘ბარსელონა’ იყო კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, თუმცა ვხედავდი, რომ სათამაშო დრო სულ უფრო მიმცირდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ სხვა გამოცდილების მიღება საუკეთესო გამოსავალი იყო.

ეს უაღრესად მძიმე მომენტი აღმოჩნდა. ‘ბარსა’ მიყვარდა, გასახდელში თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ჩემი ცხოვრება აქ მქონდა აწყობილი – ოჯახი და შვილები ბარსელონაში მყავდა. ქვეყნის, კულტურის შეცვლა და ამ ყველაფრის უკან დატოვება რთული იყო, თუმცა ამანაც დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 13 ოქტ 2026, 16:44
    #2

    თავის საქმის პროფესიონალი, უტრავმო, უპრეტენზიო, საკმარისად ნიჭიერი და ერთიგული ჯარისკაციო რო იტყვიან ეგ იყო ბარსასთვის, ჩელსიშიც არანაკლები დონე დადო მერე.

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 13 ოქტ 2026, 16:43
    #1

    თავის საქმის პროფესიონალი, უტრავმო, უპრეტენზიო, საკმარისად ნიჭიერი და რავი ერთიგული ჯარისკაციო რო იტყვიან ეგ იყო ბარსასთვის, ჩელსიშიც არანაკლები დონე დადო მერე.