workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეშაკმა 2013 წელი შეაჯამა

რეშაკმა 2013 წელი შეაჯამა

2013 წლის ბოლო დღეს, კარლეს რეშაკმა, Esports COPE-ს ეთერში 2013 წლის შედეგები შეაჯამა: “ბარსასთვის” ეს არ იყო ცუდი წელი: მათ გაიმარჯვეს ჩემპიონატში და ზოგადად ცუდად არ უთამაშიათ. ჩემთვის, კარგად ჩატარებული სეზონის მაჩვენებელი არის მხოლოდ ჩემპიონატში გამარჯვება, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას ვიმსჯელოთ როგორ ჩამოყალიბდა გუნდი და ზოგადად, ყველა შემთხვევითი ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ერთადერთი ცუდი ამბავი ჩემთვის ტიტო ვილანოვას დაავადება იყო”.

კონტრაქტი მესისთან

“ვფიქრობ, უმჯობესია სწრაფად გაფორმდეს ხელშეკრულება და ბოლო მოეღოს ამ საკითხს. სხვათა შორის, არავის გაგიკვირდეთ თუ მესიმ მეხუთედ მოიგო “ოქროს ბურთი”. ინდივიდუალურ დონეზე სხვა არ იყო მესის თანაბარი, მაგრამ ტიტულებზე საუბრისას უპირატესობა რიბერის ენიჭება”.

“მანჩესტერ სიტიზე”

“მანჩესტერ სიტი” ჩემთვის არასტაბილური მოწინააღმდეგეა. დიახ, მათ ჰყავთ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ შორს არიან სრულყოფილ გუნდამდე”.

მეკარეზე

“ჩემთვის იდეალური იქნება თუ ტერ შტეგენი და რეინა მოვლენ. რეინას აქვს დიდი გამოცდილება და ჩვენთვის კარგი იქნება, ტერ შტეგენი კარგი გოლკიპერი გახდება, მაგრამ ის უნდა მოერგოს კლუბის ფილოსოფიას”.

სურვილები

რეშაკის საახალწლო სურვილი: “2014 წელს მსურს, რომ მოვიგოთ ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward