workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისტორიული ელ კლასიკოს რეკორდები: პინას პოკერი და პაიორის მიღწევა

ისტორიული ელ კლასიკოს რეკორდები: პინას პოკერი და პაიორის მიღწევა

ქალების “ელ კლასიკოში” მოპოვებული გამარჯვება (7-0) “ბარსელონას” მხრიდან ძალის მორიგ დემონსტრირებაზე გაცილებით მეტი იყო. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულმა შეხვედრამ უპრეცედენტო ინდივიდუალური და გუნდური რეკორდები მოიტანა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პერე რომეუს გუნდის უმაღლეს სტატუსს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო არენაზე.

პინას ისტორიული პოკერი

კლაუდია პინა “ელ კლასიკოს” მთავარი გმირი გახდა: მან ოთხივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდო და იქცა “ბარსელონას” პირველ ფეხბურთელად, ვინც “რეალ მადრიდს” ოთხი ბურთი გაუტანა. კატალონიური კლუბიდან მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ასისატ ოშოალას ჰქონდა დაფიქსირებული 2020 წელს, თუმცა მაშინ მადრიდული გუნდი ჯერ კიდევ “ტაკონის” სახელით გამოდიოდა.

პაიორი – ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

შეხვედრის მეექვსე გოლიც განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოდგა. ევა პაიორმა “რეალ მადრიდის” კარი კიდევ ერთხელ აიღო და “ელ კლასიკოებში” გატანილი ბურთების რაოდენობა 15-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით პოლონელი ფორვარდი ალექსია პუტელიას ისტორიულ რეკორდს გაუთანაბრდა და ახლა მასთან ერთად დუელის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს იყოფს.

სარეკორდო გამარჯვება

ტაბლოზე დაფიქსირებულმა 7-0-მა ელ კლასიკოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. “ბარსას” “რეალ მადრიდისთვის” არასდროს გაუტანია შვიდი გოლი და არც შვიდბურთიანი სხვაობით მოუგია. აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა 6-0 იყო (ასევე “ბარსელონას” სასარგებლოდ), კვირის შედეგმა კი ეს ზღვარი გააუმჯობესა და მადრიდელებთან ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მასშტაბურ გამარჯვებად იქცა. მართალია, “რეალ მადრიდი” სწორედ ის გუნდია, რომელსაც “ბლაუგრანამ” 2019 წელს 9-1 მოუგი, მაგრამ მაშინ ეს გუნდი “ტაკონის” სახელით გამოდიოდა.

კლარა სერახორდის 50-ე მატჩი

ეს დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა კლარა სერახორდისთვისაც. “ლა მასიის” ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ტალანტმა “ბარსას” პირველ გუნდში საიუბილეო, მე-50 შეხვედრა ჩაატარა. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომელიც გუნდის აწმყოსა და მომავალში საკუთარ როლს სულ უფრო მეტად იმკვიდრებს.

“სპოტიფაი კამპ ნოუს” მორიგი რეკორდი

ზეიმი მხოლოდ მოედნის ფარგლებს არ დასჯერდა. ელ კლასიკოს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 40 533 გულშემატკივარი დაესწრო, რითაც ლიგა F-ის ისტორიაში დასწრების ახალი რეკორდი დამყარდა. განახლებულ სტადიონზე გამართულმა პირველმა საჩემპიონატო “ელ კლასიკომ” კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ აჩვენა “ბარსელონას” გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერა და ქალთა ფეხბურთის სწრაფი ზრდის ტემპი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი