სანაკრებო პაუზის დასკვნით შეხვედრებში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ეროვნულ გუნდებში თავიანთი გამოსვლა დაასრულეს – ყურადღების ცენტრში შედეგიანი ჟოაუ კანსელუ და ახალგაზრდა ჰამზა აბდელკარიმი მოექცნენ.
პორტუგალია 2-1 ნორვეგია
უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ჟოაუ კანსელუმ მორიგი გოლი მიითვალა. “ბარსას” განაპირა მცველმა თამაში კვლავ სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და პორტუგალიელთა საპასუხო, გამათანაბრებელი ბურთი შეაგდო, რითაც სკანდინავიელთა წინააღმდეგ ქამბექს დაუდო სათავე.
მოპოვებული სამი ქულის წყალობით, პორტუგალიამ სანაკრებო შეკრება იდეალური შედეგით დაასრულა – 12 შესაძლებლობიდან მაქსიმალური 12 ქულით. კანსელუ სამწვრთნელო შტაბმა 63-ე წუთზე შეცვალა და დაასვენა.
ეგვიპტე 0-1 სამხრეთ აფრიკა
ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ (0-1) “ბარსელონას” თავდამსხმელმა ჰამზა აბდელკარიმმა მოედანზე 21 წუთი გაატარა. 18 წლის ფორვარდი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მან ომარ მარმუში შეცვალა. ეს ეგვიპტელთათვის მიმდინარე სანაკრებო პაუზის ბოლო შეხვედრა გახლდათ.
რით ვეღარ დამთავრდა ეს სანაკრებო, ყოველი ტურის შემდეგ შიში მიჩნდება ვინმე ხო არ დავკარგეთ ამ გაუთავებელი ტრამვების გამო.
4-5 წელში ახალი ტალანტი გაიზრდება. 12 წლის ბიჭი არის ბარსას ახალგაზრდებში. ჰუგო გალდეანო, პედრის თამაშის სტილი და გავის ჟილკა.
მაგნაირი ტალანტები მილიონია პლანეტაზე, პედრო სულაც არ იყო ტალანტი მაგრამ ბარსელონამ შეამჩნია მასში რაღაც თორე ჩვეულებვრივი ბიჭი იყო. ❤️❤️❤️
მოკლედ ამ ნაკრებზე ცუდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა რონალდო აშკარად რაა, პორტუგალიის თამაშები ესე მოგწონდეს მსგავსი არ მახსენდება ჩემი თავისგან დიდი ხანია, ყოჩააღ კარგი ნაკრებია და აუცილებლად ესპანეთის ნაკრებივით ესენიც წავლენ ნაბიჯ ნაბიჯ წარმატებისკენ…