workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია სექტემბრის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

რაფინია სექტემბრის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

bolt მოკლედ
რაფინია ზედიზედ მეორედ გახდა ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი. სექტემბერში მან "ბარსელონას" მაისურით ოთხ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა

ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა და ჯილდო “ბარსელონას” თავდამსხმელ რაფინიას ერგო. ბრაზილიელმა სეზონის მეორე თვეშიც გაიმარჯვა, გამარჯვებული კი ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული ხმის მიცემით გამოვლინდა.

ზედიზედ მეორედ

რაფინიამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო აგვისტოშიც მოიგო, სექტემბერში კი კიდევ ერთი შთამბეჭდავი მონაკვეთი ჩაატარა.

“ბარსელონას” მიერ სექტემბერში ჩატარებულ ოთხ მატჩში ბრაზილიელმა 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბოლო ორი შეხვედრა, რომლებშიც მან ზედიზედ ჰეთ-თრიკები შეასრულა – “რასინგ სანტანდერთან” 7-2 მოგებულ მატჩში და “სევილიასთან” 3-1 გამარჯვებაში.

რაფინიამ ეს ჯილდო კარიერაში მესამედ მოიგო. პირველად ის ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად 2024 წლის აგვისტოში დასახელდა. სამი ჯილდოთი ბრაზილიელი ყველა დროის რეიტინგში მეექვსე ადგილს რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის “ბარსელონას” ყოფილ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად იყოფს.

“ბარსელონას” კი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სხვა ნებისმიერ კლუბზე მეტჯერ აქვს მოგებული – 25-ჯერ. ეს “რეალ მადრიდის” მაჩვენებელზე ხუთით მეტია.

საუკეთესო ბომბარდირი

რაფინია მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.

ბრაზილიელი პიჩიჩის რბოლას 12 გოლით ლიდერობს. მას ხუთი გოლით ჩამორჩებიან ლამინ იამალი, კილიან მბაპე და სერხიო კამელიო, რომელთაც 7-7 გოლი აქვთ გატანილი.

ბარსელონას წარმატებული სექტემბერი

“ბარსელონას” წარმომადგენლებმა სექტემბერში ლა ლიგის სხვა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვეს.

ჰანსი ფლიკი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა მას შემდეგ, რაც მისი გუნდი სექტემბერშიც ასპროცენტიანი შედეგით გამოვიდა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

ჟოაუ კანსელუმ კი თვის საუკეთესო გოლის ჯილდო მიიღო. პორტუგალიელის მიერ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რასინგ სანტანდერის” წინააღმდეგ გატანილი გოლი სექტემბრის საუკეთესოდ დასახელდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ოქტ 2026, 13:28
    #4

    რავი სხვა ვინმე კანდიდატი იყო ამაზე უკეთესი?

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 03 ოქტ 2026, 22:11
    #3

    ამ დელაფუენტესაც შიგ ხოარ ააქვს? ტიპმა სახეები გააძრო ბარსას ფეხბურთელებს..

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 03 ოქტ 2026, 22:01
    #2

    ამოგვიტენეს ლივაკოვიჩი😂

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 03 ოქტ 2026, 10:07
    #1

    თქვენი არ ვიცი და კლასიკოზე მეტად მე 20 ოქტომბერს ველოდები, მაგრად მინდა რევანში ბაყაყიჭამიებზე და თან დიდი ანგარიში მინდა და ყველა წინაპირობაა მაგისი, ვაფშე უნდა დავასრულოთ მაგ პიჟონების დემინაცია.