ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაფინია ბრაზილიის ნაკრების შეკრებას დაუყოვნებლივ დატოვებს და ბარსელონაში დაბრუნდება.
ავსტრალიასთან მატჩში მიღებული კუნთის მცირე დისკომფორტის შემდეგ, “სელესაოს” სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკოს. დაზიანება სერიოზულად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდის შემთხვევების გათვალისწინებით, ბრაზილიის ნაკრებმა “ბარსელონას” სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ რაფინიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვა არჩია.
ჟურნალისტ კაე მოტას ცნობით, საუბარია “მცირე ედემაზე” (შეშუპებაზე) – ეს არ არის რთული ან ხანგრძლივი ტრავმა, რაც კატალონიელთა კაპიტნისთვის შესანიშნავი სიახლეა.
შესაბამისად, რაფინია ინდოეთთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს, კატალონიის დედაქალაქში აღდგენით პროცესს გაივლის და ჰანსი ფლიკის გუნდთან ერთად ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის მშვიდად მომზადებას შეძლებს.
ემასე რაა ამოვისუნთქე.. სანაკრებო თამაშებზე სულ განვიცდი ვინმე არ დაიტრამვოსთქო. მადლობა ღმერთს. კლასიკოზე იფრენს ჩვენი კაპიტანი
ძალიან კარგი, ოქტომბერში ძალიან რთული თამაშები გვაქვს!?
გალათასარაი, პსჟ და რეალ მადრიდი არის ყველაზე რთული