“ბარსელონასა” და ფლორენტინო პერესს შორის სასამართლო მორიგების (Acto de conciliación) თარიღი ოფიციალურად განისაზღვრა. კატალონიური კლუბი და “რეალ მადრიდის” პრეზიდენტი 25 ნოემბერს, 09:40 საათზე (ესპანეთის დროით; თბილისის დროით 12:40 საათზე), მადრიდის სასამართლოს პირველ და მეორე დარბაზში არიან დაბარებულნი. ეს არის აუცილებელი წინასწარი ეტაპი მადრიდელთა ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო ცილისწამების გამო სარჩელის ოფიციალურად აღსაძრავად.
“ბარსელონამ” მორიგების მოთხოვნა ივნისში შეიტანა. კატალონიელთა მოთხოვნაა, რომ ფლორენტინო პერესმა საჯაროდ უარყოს საკუთარი ბრალდება იმის შესახებ, თითქოს მას შვიდი ლა ლიგა მოპარეს. თუ ის ამას არ გააკეთებს, კლუბი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარს შეიტანს “ბარსელონას” იმიჯისა და რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვისა და ცილისწამების მუხლით.
ყველაფერი 12 მაისს ფლორენტინო პერესის იმ პრესკონფერენციიდან დაიწყო, სადაც მან მადრიდულ კლუბში არჩევნები გამოაცხადა, მოგვიანებით კი ინტერვიუში ნეგრეირას საქმის კონტექსტში განაცხადა:
“აქ არ ვიცი რამდენი სეზონია ვარ და მხოლოდ შვიდი ჩემპიონთა თასი და შვიდი ლა ლიგა მაქვს მოგებული, არადა შეიძლებოდა 14 ყოფილიყო, რადგან 7 ლა ლიგა მომპარეს.
“რეალ მადრიდის” სოსიოსები ჩემ გვერდით არიან ნეგრეირას წინააღმდეგ ომში. ყოველთვის მხოლოდ “რეალ მადრიდი” არ ზარალდება, სხვა გუნდებიც ზარალდებიან. “ბარსა” კი ყოველთვის მოგებული რჩება. ვნახოთ, ჩაერევა თუ არა ამ საკითხში უეფა – და ის აუცილებლად ჩაერევა. დაუშვებელია, რომ 20 წლის განმავლობაში ფასიანი კორუფციის ეჭვქვეშ იმყოფებოდე. ვნახოთ, რა მოხდება სისხლის სამართლის კუთხით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა სპორტულ ნაწილში. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მსაჯები “ბარსელონას” ფულით გამდიდრდნენ. გაუგებარია, რომ იმ ეპოქის არბიტრებს ჩვენს ჩემპიონატში დღემდე ვხედავთ. ჩვენ ვამზადებთ სერიოზულ 600-გვერდიან დოსიეს, რომელსაც დაუყოვნებლივ წარვუდგენთ უეფას.”
თუ ფლორენტინო პერესი პოზიციას არ შეიცვლის, მორიგების სხდომაზე არ გამოცხადდება ან “ბარსელონას” მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, კატალონიური კლუბი “რეალ მადრიდის” პრეზიდენტის წინააღმდეგ პირდაპირ სისხლის სამართლის სარჩელს შეიტანს.
იურიდიული პროცედურის თანახმად: თუ მომჩივანი მხარე (“ბარსელონა”) არ გამოცხადდება, საქმე შეწყდება და დაიხურება; ხოლო თუ მოპასუხე მხარე (პერესი/”რეალ მადრიდი”) არ მივა, კანონის წინაშე მორიგების მცდელობა ჩაშლილად ჩაითვლება ყველა სამართლებრივი შედეგით.
“ბარსელონაში” ფლორენტინო პერესის განცხადებებს “უსირცხვილო ცილისწამებად” აფასებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ამ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვებენ.
სანიოლის უჯიგრო და უგულო “ტაქტიკას” კი სჯობნის დღეს გუნდი მაგრამ ვნახოთ რა შედეგს დადებენ. ისე კიდევ კარგი მიქაუტაძის მოყვანა აღარ განიხილეს, საერთოდ პრესინგის გაგებაში არაა და სირბილიც ეზარება მგონი, მაგის გარდა ყველამ ჩაჭრა ერთხელ მაინც პასი ან აართვა ბურთი. გასაგებია რომ მომენტის ფეხბურთელია მაგრამ ეს მომენტი რომ შეიქმნას ამისათვის არაფერს აკეთებს, ელოდება როდის გაიყვანენ ერთი ერთზე. ეგოიანს ველოდები, მგონია რომ უფრო მეტ აქტიურობას შემოიტანს
კიდევ კაი რომ არ მოიყვანეს თან 70 მილიონს ითხოვდა ვილიარეალი და როგორია სკამზე დასვა ამხელა მაყუთს რო გადაიხდი სკამის ფეხბურთელში😁საბოლოოდ 29 წლის გამოცდილი კაპიკებში გაბი ჟესუსი დაითრია დეკუმ,დე იონგს თუ მიაყიდიან ზამთარშივე დაითრევენ მცველს უეჭველი,რაც შეეხება აშკარად მონდომებულები არიან ბიჭები უფრო ცოცხლად თამაშობენ მაგრამ მაინც არ მეიმედება რაღაცა ამ ნაკრების.
სრულიად მართალი ხარ მეგობარო, ჟესუსი ნაღდად უკეთესი არის და თან შედარებით კაპიკებშია ნაყიდი. ისე კი ყველა ფორვარდს ჯობია ჩვენი კაპიტანი 🙂. დამატებითი 3 წუთის დარჩენილ 1.5 წუთით ეგოიანის გამოყვანა უდიდესი ტაქტიკური მიგნება იყო სვანაძის😡
სუფთა დიშლა მაქამდე ვერც მიააღწევს გაფშიკავს ფეხებს იმიტომ რომ გადაფურთხებულის ალოკვა მოუწევს😄😄 ნაბიჭვარი მაგას ლაპორტა ის აჩკარიკა ეგონა ალბათ