workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია რონალდინიოს მხოლოდ ხუთი გოლით ჩამორჩება

რაფინია რონალდინიოს მხოლოდ ხუთი გოლით ჩამორჩება

bolt მოკლედ
რაფინია "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე შედეგიან ბრაზილიელებს შორის წინსვლას განაგრძობს. კატალონიელთა კაპიტანს 185 შეხვედრაში უკვე 89 გოლი დაუგროვდა და რონალდინიოს მაჩვენებლამდე (94 გოლი) მხოლოდ ხუთი ბურთი აშორებს.

საკუთარი ფენომენალური საგოლე სტარტით რაფინია არა მხოლოდ რეკორდებს ამხობს და “ოქროს ბუცის” რეალურ პრეტენდენტად ყალიბდება, არამედ “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე შედეგიან ბრაზილიელებს შორის პოზიციებსაც საგრძნობლად იუმჯობესებს. “ბლაუგრანას” მოქმედ კაპიტანს 185 მატჩში ჯამში 89 გოლი დაუგროვდა, რითაც ისტორიულ სიაში მეხუთე ბრაზილიელია და რონალდინიოს უკვე სულ რაღაც ხუთი ბურთით ჩამორჩება (ლეგენდარულ მეათე ნომერს 207 შეხვედრაში 94 გოლი ჰქონდა გატანილი).

რეიტინგში მის წინ, 105-105 გოლით, მეორე-მესამე პოზიციებს ნეიმარი და ევარისტო იყოფენ. თუ რაფინია მიმდინარე საგოლე ტემპს შეინარჩუნებს, სავსებით შესაძლებელია, მათ მიმდინარე სეზონშივე გადაასწროს.

რაც შეეხება რივალდოს, რომელიც 235 შეხვედრაში გატანილი 130 გოლით ბრაზილიელთა დავას ლიდერობს, მისი შედეგის გამეორება მიმდინარე სეზონში ნაკლებად სავარაუდო ჩანს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Golden boy
    Golden boy ვეტერანი
    schedule 22 სექ 2026, 18:36

    რივალდოს შედეგის გამეორება ნაკლებად სავარაუდო კი არა შეუძლებელი ჩანს. მაგრამ ისეთი ტემპი აქ თუ შევცდი არ გამიკვირდება, ნეტავი შევცდე. ერთი სეზონი კიდე და საუკეთესო ბრაზილიელი გახდება კლუბის ისტორიაში წარმატებები რაფიკას❤️💙

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 22 სექ 2026, 19:19

      არადა როგორ იწყებდა, ბრაზილიელი კაცს ვერ ატყუებსო გეხსომებათ.

      • Pet27Ree
        Pet27Ree ახალბედა
        schedule 23 სექ 2026, 08:30

        ძაან იშვიათი შემთხვევაა ბრაზილიელი კაცს ვერ ატყუებდეს,მაგრამ ეს გამონაკლისია.