ანდრეას კრისტენსენმა “სევილიასთან” შეხვედრაში შეცვლა პირველი საათის მიწურულს მოითხოვა. 30 წლის დანიელი ცენტრალური მცველი მეტოქის ფორვარდ რობი იურისთან ორთაბრძოლაში შევიდა და გაზონზე აღმოჩნდა. ერთი შეხედვით ეს უბრალო შეჯახება ჩანდა, თუმცა კრისტენსენი მალევე შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე კი მას აშკარად ეტყობოდა ტკივილი.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰანსი ფლიკმა კუნთის დაზიანება დაადასტურა: “ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს.”
მცველმა ექიმებს მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ანიშნა, რამაც კუნთის ტრავმის ეჭვი გააჩინა. კრისტენსენი ემოციურად განადგურებული ჩანდა და თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული, სანამ მედიკოსები ყინულს ადებდნენ. ფლიკმა მის ნაცვლად მოედანზე ჟერარ მარტინი შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ კრისტენსენი გამოძახებული იყო დანიის ნაკრებში, რომელსაც უახლოეს სანაკრებო პაუზის დროს ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან და ორჯერ უელსთან უწევს დაპირისპირება.
ტრავმამდე დანიელი მცველი მაღალ დონეზე თამაშობდა. შეტევის ფაზაში მან ბურთი მეტოქის ნახევარზე ამოიტანა და 1-1-ის ეპიზოდში რაფინიას საგოლე გადაცემა გაუკეთა. რთული წინა სეზონის შემდეგ, მან მიმდინარე ჩემპიონატი მნიშვნელოვან ფიგურად დაიწყო. დღემდე მას თითქმის იმდენივე წუთი ჰქონდა ჩატარებული (492 წუთი), რამდენიც მთელ წინა სეზონში (551 წუთი) და ჩატარებული რვა მატჩიდან ხუთში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
თუ კუნთის დაზიანება ოფიციალურად დადასტურდება, მას საერთო არაფერი ექნება მის წინა მძიმე ტრავმასთან – ჯვარედინი იოგების გაწყვეტასთან, რის გამოც თითქმის ექვსი თვე გაუცდა. მანამდე მას აქილევსის მყესის პრობლემებიც აწუხებდა. დაზიანების ზუსტი ხარისხის დასადგენად კრისტენსენი დამატებით სამედიცინო შემოწმებას დღეს, უკვე ბარსელონაში გაივლის.
ესეც რო გავყიდოთ 10-15 ში და არაუხო 55 მილიონად უმაგრესი მცველი მოგვივა. გარსია და მარტინი იქნებიან სკამზე და საკმარისია სრულიად. მცველი მოიყვანონ ამ ზამთარს და ზაფხულში ერთი ფლანგის მცველი,წლები აღარ გვინდა არავინ,მიაყიდონ მერე გასაყიდები…