workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

სევილია

სევილია ლოგო
1 - 3
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფოფანა 19'sports_soccer
რაფინია 22'sports_soccer რაფინია 52'sports_soccer რაფინია 69'sports_soccer
როგორ ანაწილებს ფლიკი პედრის სათამაშო დროს: უმთავრესი ფიგურა 90 წუთის გარეშე

როგორ ანაწილებს ფლიკი პედრის სათამაშო დროს: უმთავრესი ფიგურა 90 წუთის გარეშე

2024 წლის ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის დღიდან ჰანსი ფლიკმა პედრის სათამაშო წუთების მართვა ამ გამარჯვებული “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ გასაღებად აქცია. მან ახალგაზრდა ესპანელი მოედნის ცენტრის უმთავრეს საყრდენად გარდაქმნა – თანაბრად ენდობა როგორც შემტევი ინსაიდერის, ისე ორმაგი საყრდენის ზონაში, თუმცა პარალელურად ცდილობს, ზედიზედ ძალიან ბევრი წუთის დაგროვება აარიდოს. თავად პედრიმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ფიზიკურად თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.

დატვირთვის გადანაწილება განსაკუთრებით შეცვლებში ჩანს. ახლახან დაწყებულ სეზონში პედრიმ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პირველი მატჩის გარდა, სადაც სასტარტოში არ ყოფილა, დანარჩენ შემთხვევებში თამაში ყოველთვის ძირითადში დაიწყო, თუმცა ბოლომდე არცერთი დაპირისპირება არ ჩაუმთავრებია – არც ლა ლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე: ბილბაოს “ატლეტიკთან” (85-ე წუთზე შეიცვალა), “რაიოსთან” (77-ე წუთზე), “ვალენსიასთან” (81-ე წუთზე), “ფეიენორდთან” (63-ე წუთზე), “ლევანტესთან” (66-ე წუთზე) და “რასინგთან” (61-ე წუთზე). კანარიელი გუნდში ყველაზე ხშირად შეცვლილი ფეხბურთელია. ფლიკისთვის ხელშეუხებლები აქამდე მხოლოდ ტრავმირებული ჟოან გარსია, ლამინ იამალი და რაფინია იყვნენ, რომლებსაც თითქმის ყველაფერი უცვლელად ჰქონდათ ნათამაშები.

სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. 2024 წლის დეკემბერში, სეზონის პირველ 24 ოფიციალურ შეხვედრაში, პედრი მოედნიდან 18-ჯერ გაიყვანეს – ის “ბარსას” სასტარტო შემადგენლობის ის მოთამაშე იყო, რომელიც მატჩს ნაადრევად ყველაზე ხშირად ტოვებდა.

2024/25 წლების ლა ლიგის სეზონის ციფრებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა პედრი ფლიკისთვის: ჩაატარა 37 მატჩი, აქედან 35 სასტარტოში, დააგროვა 2 879 წუთი და მხოლოდ 15 შეხვედრა ითამაშა სრულად. ძირითადში დაწყებული თამაშებიდან 20 ისეთი შემთხვევა იყო, როდესაც მოედანზე 90 წუთი არ გაუტარებია. ფლიკი ცვლილებებს დატვირთვის სწორად გადანაწილებისთვის მიზანმიმართულად იყენებდა.

პედრიმ სისტემაში მზარდი მნიშვნელობა შეიძინა: თითქმის გარანტირებული სასტარტო ადგილი, მაგრამ არა აუცილებლად 90 წუთი. ფლიკის მეორე სეზონში (2025/26) პედრიმ რამდენიმე ტრავმა მიიღო (ბარძაყისა და კუნთის დაზიანებები), რის გამოც ჯამში 43 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყველა სასტარტოში არა. ძირითადში დაწყებული 25 მატჩიდან კანარიელმა ნახევარმცველმა სრულად მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაამთავრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი