“სევილიას” მთავარი მწვრთნელი ლუის გარსია პლასა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი, რომელიც სეზონის სტარტზე კარგ ფორმაშია, ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. მადრიდელი სპეციალისტის აზრით, “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისთვის ეს შესაძლოა ყველაზე რთული მომენტი იყოს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “მოგების ან ქულის აღების შანსი ყოველთვის არსებობს”.
მიუხედავად ამისა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან უწევს დაპირისპირება:
“გვარდიოლას ‘ბარსელონასაც’ ვეთამაშე – მაშინ ბურთს საერთოდ ვერ ხედავდი. მაგრამ ეს გუნდი დაუჯერებელია. უამრავ საგოლე მომენტს ქმნიან. ეს სესკმაც თქვა: ისინი შიშის მომგვრელები არიან. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. წინასწარ თუ შევხედავთ, ფავორიტები ისინი არიან, თუმცა ჩვენც კარგად გამოვიყურებით. ფაქტია, რომ თამაშში 4 ან 5 გოლი გააქვთ.
აქამდე ძალიან კარგად გამოვდიოდით, თუ მადრიდის ‘ატლეტიკოსთან’ მატჩს არ ჩავთვლით. ჩვენი სურვილია, რომ მათ ცოტა მომენტი შექმნან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მოდის მეტოქე, რომელიც საოცრად ბევრ შანსს აგენერირებს. შევეცდებით ვიბრძოლოთ, როგორც ნებისმიერ სხვასთან. იმასაც ვიტყვი: თუ ისინი აქ ჩამოვლენ და ჩვენ მათთან კონკურენციას ვერ შევძლებთ, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, თუ რა დონის გუნდს ვუპირისპირდებით.”
სტასინის დანაკლისი
სევილიელთა თავკაცმა ბოლო მომენტში ლუკას სტასინის გამოკლებასაც გაუსვა ხაზი:
“ლუკასი დაგვაკლდა. თუკი შეიძლება ითქვას, ეს ტრავმა საუკეთესო მომენტში მიიღო – ‘ლევანტესთან’ მატჩისთვის დაბრუნების ზღვარზე იქნება, თუმცა იმედი მაქვს, დაგვეხმარება. უცნაური რამ მოხდა: შეცვლა ისედაც მინდოდა და როდესაც გაცივდა, დისკომფორტი მაშინ იგრძნო. არსებულ ვითარებაში მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ისააკისა და რობი იურის სრული ნდობა გვაქვს. ერთი ფეხბურთელის გარდა, ყველა მწყობრში იქნება. ხვალ კიდევ ერთხელ შევამოწმებთ.”
ერთი თამაში წააგე სახლში, არ გაგაგდებენ გარანტიას გაძლევ, რეალთან რო წააგო მაგას ნამდვილად არ გაპატიებენ.
იმედია ხვალ ცუდი დღე გექნება.