ჰანსი ფლიკის მესამე სეზონი “ბარსელონას” სათავეში გოლების ისტორიული რაოდენობით დაიწყო. კატალონიელთა ანგარიშზე საწყის ექვს ოფიციალურ შეხვედრაში უკვე 26 გატანილი ბურთია. ამ ფენომენალურ შედეგიანობაში განსაკუთრებით თვალშისაცემი ერთი დეტალია – რამდენად სწრაფად იღებენ ისინი მეტოქეთა კარს: ექვსიდან ხუთ შეხვედრაში “ბარსელონამ” გოლი საწყის 20 წუთში გაიტანა.
ბოლო სამ დაპირისპირებაში კი გუნდმა კიდევ უფრო ნაკლები დრო დაკარგა: ლამინ იამალმა “ვალენსიასთან”, რაფინიამ “ფეიენოორდთან” და ჩავი ესპარტმა “ლევანტესთან” ბურთი ბადეში პირველ ექვს წუთში გაახვიეს.
როგორ ვითარდებოდა სწრაფი გოლების სერია
ეს ტენდენცია ლა ლიგის სასტარტო ტურში დაიწყო, როდესაც რაფინიამ სეზონის პირველი გოლი მე-14 წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.
ლოდინი შედარებით დიდხანს მხოლოდ მეორე ტურში, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მოუწიათ, როდესაც ანგარიში ნახევარი საათის შემდეგ გაიხსნა – გოლის ავტორი კვლავ ბრაზილიელი გახლდათ. შემდეგ ტურში “რაიო ვალეკანომ” სტუმრად ანგარიში თავად გახსნა, თუმცა რაფინიამ მე-19 წუთზე გაათანაბრა.
სეზონის მეორე გასვლით შეხვედრაში ჯერი ლამინ იამალზე მიდგა, რომელმაც “მესტალიაზე” “ვალენსიას” კარი უკვე მე-6 წუთზე აიღო. ევროარენაზე გადართვამ ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა: ჩემპიონთა ლიგის სტარტზე რაფინიას როტერდამის “ფეიენოორდის” დასამწუხრებლად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა, რაც მიმდინარე სეზონში კლუბის ყველაზე სწრაფი გოლია.
ლა ლიგის მეხუთე ტურში ეს სერია ჩავი ესპარტმა გააგრძელა. ახალგაზრდა მარცხენა მცველმა “ლევანტესთან” სადებიუტო გოლი მეხუთე წუთზე გაიტანა. შედეგად, “ბარსელონამ” სეზონის ექვსი მატჩიდან ხუთში ბურთი მე-20 წუთამდე შეაგდო.
მშვენიერია თვითონაც რო არ უშვებდნენ, მაგალითად რაიოსთან სადაც მისალმებაც არ გვაცალეს. თუ მატჩის დასაწყისში გაშვება ჩვენთვის უკვე მესამე სეზონია პრობლემა არ არის, აი ბოლო წუთებზე 2 გოლის გაშვება უკვე კი ნამდვილად სახიფათოა. ადეიემს დიდი რესპექტი და გოლის გარდა სკარპიონიც თითქმის გამოუვიდა.