workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვან ბრონკჰორსტი: ბარსელონა ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ყველას სიამოვნებს

ვან ბრონკჰორსტი: ბარსელონა ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ყველას სიამოვნებს

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45

ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველ ტურში “სპოტიფაი კამპ ნოუს” როტერდამის “ფეიენორდი” ესტუმრება.

როტერდამელთა მთავარი მწვრთნელი კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტია, რომელმაც ნიდერლანდური კლუბი “ლივერპულში” არნე სლოტის ასისტენტად გატარებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა.

პარიზის 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი “სპოტიფაი კამპ ნოუს” პრესდარბაზში (Auditori 1899) მედიის წინაშე წარდგა, სადაც მას თან “ბარსელონას” აღზრდილი მცველი, მიკა მარმოლი ახლდა.

ემოციური დაბრუნება და “ბარსელონას” დნმ

ჯიომ “ბარსელონაში” გატარებული წლები თბილად გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქ დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია:

“აქ ოთხი წელი ვითამაშე და 2006 წელს კლუბის ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ‘ბარსელონაში’ მოსვლა ჩემი ოცნება იყო და ეს ძალიან ლამაზი ეპოქა გახლდათ. აქ დაბრუნება უაღრესად სასიამოვნო და ემოციურია.”

ჰანსი ფლიკის გუნდის თამაშის შეფასებისას ვან ბრონკჰორსტმა კომპლიმენტები არ დაიშურა:

“ისინი უამრავ საგოლე მომენტს ქმნიან. შესაძლოა, ამ მომენტში ‘ბარსელონა’ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს მსოფლიოში. გუნდი ისე ასპარეზობს, რომ მათი თამაშის ყურება ყველას სიამოვნებს: არის სისწრაფე, ხარისხი და ეს ყველაფერი ნამდვილი ‘ბარსას’ დნმ-ით კეთდება.

მათ ზედიზედ ორი ლა ლიგა მოიგეს და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ – ეს მათი შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი კარიერის უმთავრესი ეტაპი იყო. ვფიქრობ, მომენტი, როდესაც ‘ბარსელონა’ ამ ტიტულს კვლავ მოიპოვებს, სულ უფრო და უფრო ახლოვდება.”

“ლამინ იამალს აქვს ხარისხი ‘ოქროს ბურთის’ მოსაგებად”

“ფეიენოორდის” თავკაცი 19 წლის ლამინ იამალის ფენომენალურ ტალანტსაც შეეხო:

“ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც თავის ასაკში უკვე ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული. ხალხი სტადიონზე სპეციალურად ლამინის სანახავად მოდის. მას აქვს ხარისხი ‘ოქროს ბურთის’ მოსაგებად. ერთადერთი კითხვაა, როდის მოიგებს ის ამ ჯილდოს. პოტენციალი უდიდესია, ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება.”

“ავტობუსის ჩაყენებას არ ვაპირებთ”

მიმდინარე სეზონში ვან ბრონკჰორსტის გუნდი ჯერ არ დამარცხებულა: ერედივიზიონის საწყის 5 ტურში “ფეიენოორდს” 3 მოგება და 2 ფრე აქვს და ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ ყრუ დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებს:

“გვაქვს ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა, თუმცა შესაძლოა ჩემპიონატთან შედარებით დამატებითი მცველი გამოვიყენოთ. ვიცით, რომ მეტოქე უკან დაგვხევს და ბევრი ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნებას ვეცდებით. ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ბურთის ფლობა რთულია, მაგრამ ეს მშვენიერი გამოწვევაა. ‘ავტობუსის ჩაყენებას’ ნამდვილად არ ვაპირებთ – უნდა ვიყოთ მამაცები და ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ თამაშის თითოეულ ეპიზოდში.”

ჰაჯ მუსას სატრანსფერო საგის დასასრული

პრესკონფერენციაზე ვან ბრონკჰორსტმა ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი შიდა კონფლიქტიც ამოწურულად გამოაცხადა. ანის ჰაჯ მუსას საუდის არაბეთიდან სარფიანი წინადადება ჰქონდა, თუმცა კლუბმა არ გაუშვა, რასაც ალჟირელის მხრიდან უკმაყოფილება და დისციპლინური პრობლემები მოჰყვა:

“ბევრი რამ მოხდა. იყო დისციპლინური გადაცდომები, რამაც გუნდში სიმშვიდე დაარღვია. კვირას ამ საკითხზე გუნდთან ერთად ვისაუბრეთ. ანისმა თანაგუნდელებს აუხსნა სიტუაცია და გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა საბოლოოდ დაიხურა. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია და საკუთარი სიტყვის სათქმელად მოედანზე ‘კამპ ნოუზე’ გასამართ შეხვედრაზე უკეთესი შანსი არ არსებობს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 09 სექ 2026, 11:08
    #1

    ძაან მაინტერეზებს ის ჰაჯ მუსა როგორ ითამაშებს ჩვენთან, მეორე სეზონია ვაკვირდები და კაი ბიჭი ჩანს რო რამე ბარსას შეუძლია იყიდოს იამალის ზამენად თანაც იაფად