“ბარსელონას” პირველი გუნდის დებიუტანტთა სიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი შეემატა. წინასასეზონო ეტაპზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშისა და 4 გატანილი გოლის შემდეგ (რითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა), ჰამზა აბდელკარიმისთვის 2026 წლის 31 აგვისტო და “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრა სამუდამოდ დასამახსოვრებელი დარჩება.
დამსახურებული შანსი ჰანსი ფლიკისგან
ახალგაზრდა ეგვიპტელმა ფორვარდმა წინასასეზონო მზადებასა და ყოველდღიურ ვარჯიშებზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღო. ის მატჩის მიწურულს მოედანზე რაფინიას ნაცვლად შევიდა და მინდორზე იმყოფებოდა მაშინ, როცა კატალონიელებმა მეხუთე გოლი გაიტანეს და გამარჯვება საბოლოოდ გაიფორმეს.
აბდელკარიმისთვის, რომელიც კლუბს გასულ სეზონში იჯარით შეუერთდა, ამ ზაფხულში კი სრულფასოვანი ტრანსფერით გაიფორმა “ბარსელონამ”, ბოლო თვეები მოვლენებით ძალიან დატვირთული გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახეს და მუნდიალზე რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა. პრაქტიკულად უშვებულებოდ დაბრუნების შემდეგ კი გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდა და 4 გოლი გაიტანა.
პირველი ეგვიპტელი “ბარსელონაში”, მესამე – ლა ლიგის ისტორიაში
“რაიო ვალეკანოსთან” მიღებული წუთებით ჰამზა გახდა პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში ითამაშა.
ამასთან, ის მთელი ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამე ეგვიპტელია:
- მიდო – “სელტას” ყოფილი თავდამსხმელი;
- ჰაისემ ჰასანი – რომელიც გასულ სეზონში “ოვიედოში” თამაშობდა;
- ჰამზა აბდელკარიმი – “ბარსელონა”.
აუფ ბოლო დღე ყოფილა სატრანსფერო ფანჯრის,დავრჩით მცველის გარეშე დავიჯერო?
ბოლო არაა მეგობარო,2 სექტემბრამდეა.
ამაღამ 2 საათზე იხურება