workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალს ბარსელონაში 50 გოლი დაუგროვდა

ლამინ იამალს ბარსელონაში 50 გოლი დაუგროვდა

bolt მოკლედ
ლამინ იამალმა "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც "ბარსელონას" პირველ გუნდში მისთვის საიუბილეო, რიგით 50-ე აღმოჩნდა. 19 წლისა და 49 დღის ასაკში მან კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის რეკორდებს გადაუსწრო.

ლამინ იამალი ისტორიის წერას განაგრძობს. “ბარსელონას” 10-იანმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ეს არ იყო რიგითი ბურთი: ჯერ ერთი, შესრულების ოსტატობის გამო – უძლიერესი დარტყმა “რაიო ვალეკანოს” კარის უახლოეს ცხრიანში, მეორეც – ეს “ბარსელონას” პირველ გუნდში მისი რიგით 50-ე გოლი გამოდგა.

19 წელი და 49 დღე – საკლუბო რეკორდი

ესპანელმა ვუნდერკინდმა ამ ნიშნულს სულ რაღაც 19 წლისა და 49 დღის ასაკში მიაღწია, რითაც “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 50-გოლიან ზღვარს მიაღწია.

თითქმის სამი წელი გავიდა იმ სადებიუტო გოლიდან, რომელმაც უკვე მიანიშნა, რომ რაღაც განსაკუთრებული იწყებოდა – ეს მოხდა 2023 წლის 8 ოქტომბერს, “გრანადასთან” გასვლით შეხვედრაში. იმ დარტყმით ის ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. მას შემდეგ მისი პროგრესი მეტეორივით სწრაფი იყო. მოზარდი, რომელიც მაშინ ელიტაში ადგილის დამკვიდრებას იწყებდა, დღეს “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის მთავარ სახედ იქცა. 20 წლამდე ასაკში გატანილი 50 გოლი ის მაჩვენებელია, რომელიც ლამინს თანამედროვეობისა და ნებისმიერი ეპოქის ყველაზე არაჩვეულებრივ ახალგაზრდა მეგოლეთა შორის აყენებს.

მბაპესა და ჰოლანდის რეკორდების დამხობა

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ამ ასაკში 50-გოლიან ზღვარს მხოლოდ ორმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა მიაღწია, თუმცა ლამინ იამალმა ორივეს აჯობა:

  • ლამინ იამალი: 19 წელი და 49 დღე
  • კილიან მბაპე: 19 წელი და 241 დღე
  • ერლინგ ჰოლანდი: 20 წელი და 196 დღე

ეს 50 გოლი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა. ეს არის იმ მოთამაშის განვითარების ასახვა, რომელმაც “ბარსელონასთან” ერთად საკუთარი ისტორიის წერა გრანადაში დაიწყო და ახლა ახალ მწვერვალებს იპყრობს. წინ კი კიდევ უდიდესი გზაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:37
    #6

    ეტყობა მოდის აზრზე, ტრამვამ ძალიან დააზარალა მუნდიალზეც ვერ ითამაშა ისე, რო ოქროს ბურთის კანდიდატებში ჩაწერილიყო.

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 11:55
    #5

    50 გადააბიჯა, 51 აქვს გატანილი

  • Pet27Ree
    SVANSKI ახალბედა
    schedule 01 სექ 2026, 10:34
    #4

    რამხელა ძალაა პროსტა იამალი,როცა ფორმაშია ამის გამჩერებელი არავინაა.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 01 სექ 2026, 10:26
    #3

    მხეცია

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 01:52
    #2

    ეგრე რა ბიჭო ეგრე რაა😍🏆

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 01 სექ 2026, 01:47
    #1

    50 გოლი თან ფორვარდიც არ არის მოვლენა ეს ბავშვი აბა რა არის 👑