workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პასპორტი, რომელმაც გაბრიელ ჟეზუსის რეალ მადრიდში ტრანსფერი ჩაშალა

პასპორტი, რომელმაც გაბრიელ ჟეზუსის რეალ მადრიდში ტრანსფერი ჩაშალა

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად დღეს უნდა გახდეს, თუმცა ოთხი წლის წინ მისი კარიერა შესაძლოა სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო.

2022 წლის ზაფხულში, როდესაც ჟეზუსს “მანჩესტერ სიტის” დატოვება სურდა, ის რამდენიმე კლუბს შესთავაზეს, მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალ მადრიდს”. “ატლეტიკომ” ბრაზილიელზე უარი თქვა, “რეალ მადრიდი” კი მისით სერიოზულად დაინტერესდა: კარლო ანჩელოტის ფორვარდი ძალიან მოსწონდა და კლუბში არსებული ტექნიკური დასკვნებიც დადებითი იყო.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ლიმიტი

მიუხედავად ინტერესისა, “რეალ მადრიდმა” ჟეზუსის ტრანსფერზე უარი თქვა. მიზეზი არც ტაქტიკური იყო და არც ფინანსური – პრობლემა პასპორტში მდგომარეობდა. მადრიდულ კლუბს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის (extracomunitario) მოთამაშეების ლიმიტი სრულად ჰქონდა შევსებული, რის გამოც ბრაზილიელს ლა ლიგაში ვერ დაარეგისტრირებდნენ.

იმ პერიოდში ეს სამი ადგილი ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგოსა და ედერ მილიტაოს ეკავათ. სამივე მათგანი ესპანეთის პასპორტის მისაღებად დოკუმენტებს წლების განმავლობაში აფორმებდა, რათა ეს კვოტა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ბიუროკრატიული პროცესები გაჭიანურდა.

ბედის ირონია და გზა “ბარსელონამდე”

სწორედ ამ გაჭიანურების გამო “რეალ მადრიდმა” ჟეზუსის დამატებისგან თავი შეიკავა. ბედის ირონიით, სულ რაღაც ორ თვეში – 2022 წლის სექტემბერში – ვინისიუსმა ესპანეთის პასპორტი მიიღო, მალევე კი იგივე როდრიგომ და მილიტაომაც მოახერხეს.

ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ გაბრიელ ჟეზუსი ლონდონის “არსენალში” გადავიდა, დღეს კი ის უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელი ხდება.

ჟეზუსს ევროკავშირის პასპორტი კვლავ არ აქვს, მაგრამ ეს “ბარსელონასთვის” პრობლემა არაა, რადგან კატალონიელებს არაევროკავშირელი ფეხბურთელებისთვის ორი თავისუფალი ადგილი აქვთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 31 აგვ 2026, 14:16
    #3

    წინასწარ დავდებ თამაშის ლინკს რო რამე არ იწვალოთ აგერ არის მაღალ ხარისხში https://goalzuzu.com/goalstream-match/?match_id=Barcelona_vs_Rayo_Vallecano_1788204600&sport=Event&match_title=Barcelona%20vs%20Rayo%20Vallecano&channel=https%3A%2F%2Fembed.st%2Fembed%2Fadmin%2Fppv-barcelona-vs-rayo-vallecano%2F1&channel_index=0

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 31 აგვ 2026, 13:20
    #2

    რეალში ესპანელი არავინ ყავთ და რა თქმა უნდა კიდევ ერთ უცხოელს ვერ დაიმატებდნენ. მე თამაში მახსოვს როცა რეალი მოედანზე სრულად უცხოელებით იყო დაკომპლექტებული, თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს თურქეთში იყო ლიგის მატჩზე. მეტი არ მახსოვს, აი ბარსა რო სრულად ესპანელებით გავიდა მინდორზე ჯერ კიდევ პეპის დროს იყო და ამ ბოლო დროს ფლიკმაც შემოგვთავაზა მსგავსი ამბავი.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 13:10
    #1

    დეკო არის სუპერმენი 30 წუთში დადო ტრანსფერი😂👌🏻