workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გაბრიელ ჟეზუსს ყიდულობს | HERE WE GO!

ბარსელონა გაბრიელ ჟეზუსს ყიდულობს | HERE WE GO!

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ლონდონის "არსენალთან" ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. 29 წლის ფორვარდი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “ბარსელონამ” მოულოდნელი და ხმაურიანი შეთანხმება დახურა: ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტრანსფერის დეტალები და ფინანსები

“არსენალთან” ყველა დეტალი შეთანხმებულია. “ბარსელონა” ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაიხდის. თავად ფეხბურთელმა კატალონიელთა შეთავაზებას უკვე თანხმობა განუცხადა.

მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და კლუბების იურისტები საჭირო დოკუმენტაციას ამზადებენ. ჟეზუსი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

დეკუს მოულოდნელი სვლა

როგორც დღეს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო იტყობინებოდა, გაბრიელ ჟეზუსის დამატება პირადად სპორტული დირექტორის, დეკუს ინიციატივა და სურვილი იყო. ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, კლუბმა შემტევი ხაზის გასაძლიერებლად სწორედ გამოცდილი ბრაზილიელის კანდიდატურა შეარჩია.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს 24 საათში დადასტურდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (33)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 19:35
    #31

    10 მილიონად ჟესუსას რა დაეწუნება ღადაობთ ბიჭო😂😂😂 უდიდესი გამოცდილება და ზოგადად ყველაფერი აქვს ტიპს ჩვენ სტილს მოერგოს. ეგრე იწუნებდით აუბასაც და კი დაგადუმათ 😂😂✌🏻

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 30 აგვ 2026, 19:43
      #32

      ნეტა კი მოეყვანათ ობამა მაგარი ტიპია რაა ეხლაც რა ხოდზეა ასაკი არაფერია ტიპისთვის 40 წლამდეც იყომარებს

      • Bakero
        Bakerostar ლეგენდა
        schedule 30 აგვ 2026, 19:45
        #33

        სპეციალურად ობამას გამო ვუყურებ ” დეპორის ” თამაშებს ორივე ტურში შეაგდო ! თან რა ხოშიანი გოლები ❤️

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 30 აგვ 2026, 19:33
    #30

    wow Deco ! საღოლ არ ველოდი უგამოცდილესი და უტეხნარესი ! სკამი კი არა ემანდ რაფა არ ამოაგდოს ძირითადიადან😂 😂 რა მაიმედებს ?! თქვენ აქ ჯიგრებო ერთი მთავარი ჯოკერი გავიწყდებათ ფიზმომზადების მწვრთნელი დოქტორი კუგელი ! ფეხმოტეხილი ფერმინ ლოპესი რომ გიჟივით დარბის ! მკვდარი ქრისტენსენი რომ გაცოცხლდა ! (მიუხედავად იმისა რომ საზიზღარ ფორმაშია) როდრი (მნიშვნელოვანი კაცი) რომ ასე უცბად მოხოდეს გუნდის ინტენსივობასთან მორგებულ თამაშს ვგულისხმობ! (მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პირადად ყოველთვის ნელი იყო და არის ! მაგრამ მაგ ” სინელეს” ყოველთვის სათამაშო ინტელექტით აკომპენსირებდა და აკომპენსირებს ) აი ეგ ყველაფერი დოქტორ კუგელის დამსახურებაა რომელიც ფლიკმა მოიყვანა როგორც იქნა ამ სეზონზე ! ჰოდა გაბრიელ ჟეზუსის ტრავმიანობასაც მიხედავენ რის იმედიც მაქვს ! ხოშიანი ტრანსფერია ზუსტად ეგეთი გამოცდილი კაცი ბარსას სათამაშო სტილთან მორგებული გვჭირდებოდა ! ჰოდა მოუწევს ჟეზუსს წინ და უკან სირბილი 🔥 თავისი სათამაშო დროის მიხედვით 😂 ! ისე ჰანსი ბიძიას გუნდში ვერ /არ გაჩერდები !

  • mesi_10
    mesi_10star ლეგენდა
    schedule 30 აგვ 2026, 19:18
    #27

    მიქაუტაძეზე ეჩალიჩათ რა იქნებოდა მარა რას ვიზავთ ჩვენს ნდომაზე არაა საქმე ეს კი თუ რეალურია მივესალმები ტრანსფერს ვინაიდან საუკეთესო ლიგიდან ერთერთი საუკეთესო გუნდიდან გადმოდის და თუ ვერაფერს შემატებს არც არაფერს დააკლებს გუნდს კოკლეთ გამიხარდება თუ დადასტურდება ტრანსფერი მარა პორადათ მიქოს ტრანსფერს ვისურვებდი რადგან ალვარესი არ გამოვიდა…

    • Mariami Kh
      Mariami Khflag გულშემატკივარი
      schedule 30 აგვ 2026, 19:26
      #29

      მიქაუტაძეს 70ს აფასებდა ვილიარეალი, დიდი პატივისცემის მიუხედავად ჟორჟში 70ის გადახდას არ ვემხრობი, თან მითუმეტეს სკამზე იქნებოდა. ამიტომ რავიცი, სკამისთვის ჟესუსი ნორმალურია რაა, თანაც იქნებ ფლიკმა ესეც აათამაშოს.
      ახლა ერთი ცენტრალური ცაცია მცველი და რამე იქნება

  • GelaD8
    GelaD8shield ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 18:37
    #26

    ინგლისს ᲨეხედეᲗ ისეᲗ უაზრო Ღლაპებს რა ფასად ყიდულობენ არაფერი რომ არ აქვᲗ დამტკიცებული.. და ეს კიდე ყველას მიავიწყდა იმიტომ რომ ყველაფერი მის წინააᲦმდეგ იყო.. არადა არავის არ ᲩამორᲩება.. სასიამოვნო სიურპრიზი არის.. სააᲦოლ და ეს Თუ ფლიკის მოᲗხოვნაც იყო სააᲦოლ Ძმაო.. გამიხარდა Ძალიან ოᲦონდ არ დაიმტვრეს

  • GelaD8
    GelaD8shield ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 18:34
    #25

    იდეალურია.. ოᲦონდ არ დაიმტვრეს..ტიპი Ძალიან გუნდურია.. Ძლიერ ᲗამაᲨებᲨი დონეა.. პროსტა ტრავმიანობამ არ აცალა.. დონეა ტიპი და მგონია ფლიკი ფიზიკურად მოხოდავს