workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში და ლივაკოვიჩის პირველი გამოჩენა

აღდგენითი ვარჯიში და ლივაკოვიჩის პირველი გამოჩენა

bolt მოკლედ
სპოტიფაი კამპ ნოუზე" "ატლეტიკთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ბარსელონამ" აღდგენითი ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველი სესია ჩაატარა ახალწვეულმა მეკარემ, დომინიკ ლივაკოვიჩმა.

ლა ლიგაში ბილბაოს “ატლეტიკის” 2-0 დამარცხების შემდეგ, პარასკევს ჰანსი ფლიკის გუნდმა სავარჯიშო პროცესი განაახლა.

აღდგენით სესიაში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი მონაწილეობდა. იმ მოთამაშეებმა, რომლებმაც ბასკური კლუბის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშეს, ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში ჩაატარეს.

დანარჩენი შემადგენლობა კი მოედანზე გავიდა, სადაც მათ “ბარსელონა ატლეტიკის” ახალგაზრდები – ჰამზა აბდელკარიმი, ბრიან ფარინიასი და ედერ ალერი შეუერთდნენ.

ლივაკოვიჩის პირველი ვარჯიში

თურქული “ფენერბაჰჩედან” გადმოსვლის შემდეგ, ბლაუგრანას რიგებში პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარა ხორვატმა მეკარემ, დომინიკ ლივაკოვიჩმა.

გუნდი მზადებას შაბათს განაახლებს. კატალონიელები ორშაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის დაიწყებენ მზადებას (შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Cule cule
    Cule culeeco ახალბედა
    schedule 28 აგვ 2026, 20:44
    #2

    იმედია შტერ შტეგენი მიხვდება და გაა@ვავს გუნდიდან