workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წააგეთ სიმონ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წააგეთ სიმონ

ბასკებთან ითამაშეს მადრიდელებმა და კატალონიელებმა. ასე დაემთხვა. ჯერ ჟოზემ ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო, კმაყოფილი იყო, რბოლა გახსნილია. მერე ფლიკის ჯერი მოვიდა და ძალიან დიდი უპირატესობის მიუხედავად ვერ ვიტვყვი, რომ ნერვიულობის გარეშე ჩაიარა ამ შეხვედრამ, რადგან ბარსა უამრავ მომენტს ქმნიდა და უნაი სიმონი არა და არ ანებებდა თავის ძმაბიჭებს, ცოტა ხნის წინ მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ახლა კი სხვა მაისურა აცვია და სულ სხვა ამოცანა იდგა მის წინაშე.

დიდებული მეკარეა. ჟოან გარსიასთან ეს ჯახი მოიგო. მხოლოდ იმიტომ, რომ უნაის კართან სულ ხიფათი იყო, გარსიას კი არავინ აწუხებდა, სადღაც 75-ეზე შეაშინეს, და ის ბურთიც ძელს მოხვდა. 

ვინ ვნახეთ, რა ვნახეთ 

მატჩს წინ უსწრებდა წილისყრა, ბიჭებმა ჯერ მომავალი მეტოქეები იხილეს, ანრიმ ბარსა ამოიღო ბურთულიდან და მერე ყველაფერი კომპიურტერმა დაალაგა. განგებამ პარიზელებს, ქალაქელებს და ფაბრეგასს გადაგვყარა. მშვენიერი ამბავია მე თუ მკითხავთ. ყველა თამაშით ვისიამოვნებთ, ერთი კიდევ აგერ ყურის ძირში შედგება, მეზობლად, აზერბაიჯანში, იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა შეძლოს კიდეც და წავიდეს თამაშზე. აუუუ მანდ რა ჩაფრინდებაო გაიფიქრეს ალბათ და დაგაზეს მინდორზე.

დალაგდა ეს ფლიკის გონებაშიც და გაგორდა ბურთი, გაიქცა ამჯერად გორდონი და არა ადეიემი. რაფინია ისევ ფორვარდის პოზიციაზე ვიხილეთ, იამალი კი ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას, ახალგაღვიძებული დათვივით არის. ცოტა უხასიათოდაც მეჩვენება ოღონდ ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი რა უნდა იყოს. ალბათ მისი მორიგი სასიყვარულო ურთიერთობა.

ნახევარდაცვაში ვნახეთ პედრი, ფერმინი და ბერნალი, შეცვლაზე შემოვიდნენ დანი ოლმო, და ის დიდი კაცი. დაცვაში კრისტენსენი ამჯერად არ გვინახავს, ჟერარ მარტინმა ჩაანაცვლა, მარცხენა ფლანგი კი ისევ ესპარტმა დაიკავა და ისე ითამაშა, რომ მაგრად გაუჭირდება ბალდესაც და კანსელუსაც, ტყუილად არ უთქვამს ფლიკს ეს ბიჭი ფილიპ ლამს მაგონებსო, მართლა ჰგავს სათამაშო სტილით, ჭკვიანი ფეხბურთელია, ტექნიკური და არც პასი ეშლება. მე მგონი, რომ ბარსას მორიგი ბრილიანტი აღმოჩენილია. 

ესეც კაპიტანი 

ბევრი ფიქრი არ ყოფილა საჭირო, როცა კაპიტანს ირჩევდნენ, რაფინია მაშინაც კაპიტანი იყო, როცა პირველკაცად არაუხო ითვლებოდა, და მაშინაც, როცა ეს სამკლავური ტერ შტეგენს ეკეთა. მოკლედ, დიდი ხანია უკვე გუნდის ლიდერია, ყოველ სეზონში ახალ-ახალი თვისებებით გვაკვირვებს და ახლა გოლეადორის როლში მოგვევლინა, ოღონდ, ეგეც დიდი ხანია ვიცით, რომ გამტანი კაცია. “ბილბაოსთან” ანგარიში მან გახსნა, პედრის პასი კი გენიალური იყო, უზუსტესი წამი იპოვა და უაღრესად ტექნიკურად შეასრულა ბოლო პასი, გაიყვანა მეკარესთან პირისპირ რაფინია, ამანაც ინძაგივით ჩამოიცილა მეკარე და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. 

ბარსამ გოლი დაიმსახურა, ერთიც და მეტიც, მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, იქნებ ამ დროს კიდევ გაახსენდა ვინმეს რომ გუნდი ნომინალური ფორვარდის გარეშეა დარჩენილი, ის ფორვარდი, რომელიც ყველას სურს გაიბუტა და ვარჯიშებს აცდენს, აერია საქმე, ქომაგებთან, მწვრთნელთან და კლუბთან, ისინიც იხტიბარს არ იტეხენ და ყველგან გავყიდით ოღონდ ბარსელონაში არაო, ეს რა მაიმუნობაა ვერ გავიგე… 

ორიათასიანების დასაწყისში ბარსა ასეთ ტრანსფერს გეგმავდა, ფერნანდო მორიენტესი უნდა ეყიდათ “ინტერიდან”, არადა “მადრიდში” თამაშობდა, ესე იგი, ჯერ “ინტერს” უნდა გაეფორმებინა და მერე იყიდდა ბარსა, ვითომ პირდაპირ “მადრიდიდან” კი არა, აგერ მორატისგან ვიყიდეთ და ამით ხომ არაფერი დაშავდება, აღარც მოღალატე იქნებაო, სანაცვლოდ “ინტერს” პარაზიტებს სთავაზობდნენ, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი.  ახლა ვითომ ვერ დაკერავენ ვინმეს, რამდენიმე წუთით იყიდონ ალვარესი X თანხად და მერე ბარსა გამოისყიდის Y თანხად, გააცურონ ასე “ატლეტიკო. გაუჩნდებოდა ეს ფიქრი ლაპორტას, მაგრამ თავის დროზე უეფამ თავი დაიზღვია და ამ ხათაბალებსაც მოუძებნა გასაღები. მოკლედ, მოსაპარია ეგ კაცი. 

მეორე გოლი ფერმინ ლოპესმა შეაგდო. მარტივი გოლი. უნაი სიმონის კარში აბა მარტივად როგორ უნდა შეაგდოს კაცმა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხდება ხოლმე ასე, ფერმინი აღმოჩნდა ცარიელ კარში, ბასკმა მცველმა დატოვა ასე უპატრონოდ და ამანაც შეირგო საჩუქარი. აქ მორჩა, დასრულდა “ბილბაოს” წვალება. 

წინ რა გველის 

სულ რაღაც 4 დღეში ბარსა გიორგი წიტაიშვილის “რაიოს” უმასპინძლებს. იქ უკვე ძირითადში ველით როდრის, ნელ-ნელა უნდა გამოიკვეთოს ეს 11 კაცი და ბარსას რეალური ძალაც უნდა ვიხილოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Mariami Kh
    Mariami Khflag გულშემატკივარი
    schedule 28 აგვ 2026, 12:22
    #3

    ამ დაცვით ლიგაზე ფონს ვერ გავალთ ვერააა…
    ფინიშინგი კიდევ პრობლემაა

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 28 აგვ 2026, 12:04
    #2

    მომენტებს მაინც მაზავენ. ფერანა წავიდა და ვინც კარში დაარტყა ყველამ გამაზა. არვიცი მეკარესთან რო პირისპირ გადიხარ, მეკარეს რატომ უნდა მოარტყა ცოდვა არ არის, მოკლედ ფერმინს რო მეკარე დახვედროდა კარებში მაგასაც მოარტყავდა. აუხსნას ფლიკმა იქნება იამალს რო როცა წინ მარტო მეკარეა არ უნდა ყუმბარისებური დარტყმა, უნდა ეცადოს და მეკარეს ააცილოს ოღონდ კარს არა. ბოლო ბოლო მესის ვიდეოები დაუდოს და აყურებინოს როგორ უნდა შეაგორონ ბურთი ისე რო მეკარე არ დატრამვონ.

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 28 აგვ 2026, 11:54
    #1

    განსაკუთრები მინდა აღვნიშნო, რომ დაცვაში თამაში დახვეწეს ან გამოუვიდათ, პატარა გაქცევებს თუ არ ჩავყვლით რომლებიც თამაშგარეე იყო.. და კიდე უნდა აღვნიშნო ჩავი ესპარტი ძალიან მაგარი ბიჭიააა მაგრად ვისიამოვნე მაგის ბურთთან მოპყრობით…