ბარსელონა 2026/27 | გუნდის პრეზენტაცია

ბარსელონა 2026/27 | გუნდის პრეზენტაცია

გუშინ, ჟოან გამპერის თასზე, ალ აჰლის წინააღმდეგ გამართული (2-1) მატჩის წინ, ბარსელონამ კამპ ნოუზე შეკრებილ გულშემატკივრებს 2026/27 წლების სეზონისთვის გუნდის შემადგენლობა წარუდგინა:

პრეზენტაციის ბოლოს სიტყვით მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი გამოვიდნენ:

ჰანსი ფლიკი

მინდა, გასულ სეზონში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მსურს, ჩვენს ახალწვეულებსა და შტაბის ახალ წევრებს მივესალმო – ბედნიერები ვართ, რომ აქ ხართ.

გასულ სეზონში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ბარსელონას ოჯახისგან წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენი. თქვენ ჩემი ოჯახის გვერდით იდექით, რაც დაუჯერებელი იყო. დიდი მადლობა.

კვირას, ელჩეში, ახალ სეზონს დავუწყებთ. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გვყავს, რაც დეკუს, პრეზიდენტისა და ამ საქმეში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მზად ვართ, ყოველდღიურად გულმოდგინედ ვიმუშაოთ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამისთვის თქვენი ქომაგობა, ენერგია და ვნება გვჭირდება.

Visça Barça i Visça Catalunya!

რაფინია

მინდა, ახალწვეულებს ვუთხრა, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგებით როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და თავს ისე ვაგრძნობინებთ, როგორც სახლში.

ტექნიკური შტაბის ახალ წევრებსაც მივესალმები. მსურს, მათ ვუთხრა, რომ ამ მაისურის და გერბის ტარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდებული რამაა, რაც ცხოვრებაში გამომიცდია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ასეთი განწყობით იქნებიან.

Visça Barça i Visça Catalunya!

ბარსელონამ ალ აჰლი ჰამზა აბდელკარიმისა და რაფინიას გოლებით დაამარცხა და გამპერის თასი სახლში დაიტოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Lucho
    Luchoshield ვეტერანი
    schedule 20 აგვ 2026, 15:46

    3 დღეში იწყებს გუნდი ლალიგას რეგისტრაციაზე რამე პრობლემებია თუ რახდება რატო არა კიდე დარეგისტრილებული ახლა ფეხბურთელები?

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 20 აგვ 2026, 15:06

    ჰამზას რა ერჩით, რაც მაგან გოლები შეყარა ფერანა არცერთს არ გამაზავდა?